ჯოლიმ თაყვანისმცმლებს იმედები გაუცრუა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალ “Vanity Fair” -ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრედ პიტთან მისი საიდუმლო ქორწინების შესახებ ხმები უარყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწინების ცერემონია სექტემბერში საფრანგეთში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, თაყვანისმცემლების იმედები არ გამართლდება.

„არავითარ საიდუმლო ქორწინებას არ ვაპირებ, ფეხმძიმედაც არ ვარ და კიდევ ერთ ბავშვსაც აღარ ავიყვან“, - გააქარწყლა მსახიობმა ყველა ჭორი.

ამჟამად მსახიობი რეჟისორის ამპლუაში სადებიუტო ფილმს - „სისხლისა და თაფლის მხარეში“ იღებს, რაშიც მას ბრედ პიტი ეხმარება.

„ის ძალიან მეხმარება, - აღნიშნა ჯოლიმ, - მაგრამ საკმაოდ რთულია იმ ადამიანის კრიტიკის მოსმენა, რომელიც გიყვარს, ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ის გულწრფელი შემფასებელია“.

maximum

კომენტარი