სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანუკი არეშიძე ორსულადაა - ნახეთ, რას აქვეყნებენ კახი კალაძე და მისი მეუღლე სოცუალურ ქსელში

თბილისის მერმა კახი კალაძემ დღეს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ფოტო ატვირთა, სადაც მის მეუღლეს ანუკის მოზრდილ მუცელს ეფერება. სულ ცოტა ხნის წინ კი თავად ანუკიმ ატვირთა ინსტაგრამზე ფოტო, რომელზეც ორსულობა მკაფიოდ ჩანს. ფოტოს წარწერაც აქვს - "უკვე 6 თვის".


როგორც ჩანს, აქამდე წყვილი მალავდა ახალი ბავშვის მოლოდინს, თუმცა მაინც გადაწყვიტეს ერთდროულად გაამჟღავნონ. ინტერნეტ მომხმარებლები კი მილოცვასთან ერთად კომენტარებში წერენ, რომ ამჯერად გოგონა გაჩნდება.

შეგახსენებთ, რომ წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100