სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მთელი ბავშვობა ვოცნებობდი გეი ვყოფილიყავი“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ "ჭრელ ნარკომანთან"

ეს ნიჭიერი ახალგაზრდა, უკვე თვეებია რაც უცხოეთში სასწავლებლად არის წასული და პრაქტიკებს გერმანულ სცენაზე გადის. ამ ადამიანმა „სეუს თეატრალური დასი“ დააარსა და დიდი წვლილი შეიტანა „სეუ არტ პროჯექტის“ ჩამოყალიბებაში. გიორგი კარიერის გაკვლელვას ახლა უკვე უცხოეთში აპირებს. ეპატაჟურია, გამორჩეული და ამბობს, რომ მთელი ბავშვობა ოცნებობდა გეი ყოფილიყო.

დრონი.ჯი ამ ნიჭიერი ადამიანის პირადი ცხოვრებითა და კარიერით დაინტერესდა და გიორგის გერმანიაში დაუკავშირდა. ნახეთ, ექსკლუზიური ინტერვიუ, მსახიობ გიორგი სეთურიძესთან.

- გიორგი შენ ის ადამიანი ხარ, რომელმაც "სეუს თეატრალური დასი" დააარსა და დიდი ხნის განმავლობაში იყავი მისი ხელმძღვანელი. ამჟამად, როგორც ვიცით საზღვარგარეთ იმყოფები. რომ მოგვიყვე უფრო ვრცლად რას საქმიანობდი აქ და რატომ წახვედი უცხოეთში?

- დიახ, სეუს თეატრალური დასის იდეის ერთ-ერთი ავტორი მე ვარ. ხელმძღვანელი ვიყავი 2010-2016 წლებში, ამავდროულად მსახიობიც დაარსებიდან 2017 წლამდე. ეს 7 წელია რაც აქტიური სტუდენტური ცხოვრება დავიწყე. პარალელურად ვიყავი სეუ-არტ პროჯექტის (SEU Art Project) ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ამ ყველაფრის უკან დგას უამრავი ფესტივალი, შოუ, პროექტი, სპექტაკლი, ჯილდოები, პრიზები, ემოცია და ტაში. პარალელურად სეუში 5 წლიანი სწავლების შემდეგ, ჩავაბარე თეატრალურში სამსახიობოზე. ბოლოს, შუალედებში სოციალურ ბარშიგენერატორი 9.8“ ვმუშაობდი.

ახლა კი EVS (European voluntary service) პროგრამით ვარ გერმანიაში, ქალაქ ოლდენბურგში. ვსწავლობ და ვმუშაობ რეჟისორის ასისტენტად ახალგაზრდულ თეატრში Jugendkulturarbeit e.V. ვარ ბედნიერი და ვაპირებ რომ სულ ბედნიერი ვიყო.

- როგორც ვიცი განსხვავებული იმიჯის ტარება ძალიან მოგწონს, იქცევ თუ არა ყურადღებას საზოგადოებაში შენი იმიჯით და რამდენად დადებითია ეს ყურადეღება?

- მომწონს ჩემი იმიჯი და საზოგადოებისგან სულ დადებით შეფასებას ვიღებ. პრინციპში საზოგადოებასაც გააჩნია, ახლა სრულიად განსხვავებულ საზოგადოებაში ვიმყოფები. მახსოვს ჩემი და მეუბნებოდა: „რომ ჩახვალ, ასე გამორჩეულად განსხვავებული აღარ იქნები იმ საზოგადოებაში" - მართალი ყოფილა.

- სექსი თუ სიყვარული?

- სიყვარული სექსის შემდეგ!

- ძალიან ბევრმა შენ ბისექსუალი გიწოდა, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?

- ეს ჩემი ცხოვრების პატარა ტრაგი-კომედიაა. (იცინის) მთელი ბავშვობა ვოცნებობდი გეი ვყოფილიყავი! მინდოდა, რადგან მაშინვე ვხედავდი საზოგადოების უაზრო, შიშნარევ უარყოფით დამოკიდებულებას LGBTQI თემის წევრების მიმართ. ცოტა უფრო ადრე გიპასუხებდი, რომ ბისექსუალი ვარ, მაგრამ ახლა ჩემი აზრი და დამოკიდებულება შეიცვალა ამ საკითხის მიმართ. არ ვფიქრობ, არ ვთვლი, რომ რაიმე ორიენტაცია მაქვს. ვარ ადამიანი და მიყვარდება ადამიანები (მეტწილად). არ მივაკუთნებ საკუთარ თავს რომელიმე ორიენტაციას, თუმცა თავიდან ბოლომდე მხარს ვუჭერ ადამიანთა თანასწორობას, და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას, თუმცა რამდენად უმცირესობაა ისევ, არ ვიცი. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ახსნა ბევრ ჩემს საყვარელ ადამიანთან ვერ მოვახერხე და ცხოვრების გარკვეულ ნაწილში პირად ურთიერთობებში პრობლემები შემექმნა ისევ და ისევ საზოგადოების ზეგავლენით, რასაც ძალიან ვნანობ! ახლა ყველაფერი კარგადაა და ურთიერთობები ძირითადად დალაგებულია.

- გყავს თუ არა ახლა გვერდში საყვარელი ადამიანი?

- საყვარელი ადამიანები ყოველთვის მყავს, მაგრამ ჯერ არ ვიცი უნდა იყოს თუ არა ვინმე გამორჩეული და გამორჩეულად უნდა მიყვარდეს თუ არა... ჯერ არ ვიცი.

- გქონია თუ არა ოჯახში პრობლემა, შენი თამამი გამოსველბის გამო?

- პრობლემები მქონია, მაგრამთამამი გამოსვლების" გამო არა, უფრო ოჯახში არსებულხიდჩატეხილობის" გამო, რაც ძალიან ბუნებრივია, როდესაც მოზარდი ხარ, მაგრამ საუბრებისა და მსჯელობის შემდეგ ყველაფერი იდეალურად არის. ბოლოს მახსოვს შარშან, ივნისის თვეში, როდესაც პოსტი გამოვაქვეყნე ფეისბუქზე საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ და გავაფრთხილე საჯაროდ ჩემი სექს-პარტნიორები, რომ აღმომაჩნდა სიფილისი, მაშინ გამოიწვია ამან კამათი ოჯახში, მაგრამ საზოგადოებიდან დადებითი შეფასებებისა და მეგობრების იუმორის დახმარებით, ისევ საუბრით ოჯახში, ყველაფერი მოგვარდა. მე მიყვარს ჩემი ოჯახი და ვამყობ მათით. სხვათა შორის, ორი თვის წინ შევქმენით ოჯახის WhatsApp ჯგუფიოჯახობა " და ძალიან ვხალისობთ ამ ჯგუფში. არ ვიცი ეს სად, ვისთან, რამდენად უკვე დანერგილია, მაგრამ მეგობრებო, თუ აქამდე არ გქონიათ მსგავსი ჯგუფი, გირჩევთ რომ გააკეთოთ მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის და ყოველდღიური პატარა ბედნიერობები გაუზიაროთ ერთმანეთს. ძალიან აახლოვებს ოჯახს და ხიდჩატეხილობასაც აგვარებს.

- ალბათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებ...რას იტყვი ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე - მიგაჩნია თუ არა, რომ ის სისტემის მსხვერპლია?

- ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას მივესალმები და ჩემს მეგობრებსაც მოვუწოდე რომ მისულიყვნენ აქციაზე, რადგან მე ფიზიკურად ვერ ვახერხებდი. დარწმუნებული ვარ, რომ ის სისტემის მსხვერპლია. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რომელი სისტემის. თუნდაც მისი ტრაგედია გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც ასეც იყო ჩემი აზრით, მაინც სისტემური მარცხია, რადგან ირკვევა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ისევ იყენებენ კონკრეტული ინდივიდების ტრაგედიას საკუთარი მიზნების მისაღწევად. თუმცა ეს ახალი ამბავი არ არის და სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი - აღარავინ უნდა იფიქროს, რომ დაუსჯელი დარჩება, არც ერთმა პოლიტიკოსმა უნდა გაბედოს, რომ მოქალაქეთა პირადი ტკივილი გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის.

- რით არის ჰეტერო ადამიანი პრივილეგირებული, განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანისგან?

- არ არის. უფრო სწორად რომ გამოვთქვა საკუთარი აზრი, ჩემთვის არ არის, მაგრამ დამოკიდებულია საზოგადოებაზე. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, მე არ ვანსხვავებ ერთმანეთისგან ორიენტაციას, საერთოდ ამოღებული მაქვს ლექსიკონიდან ორიენტაციათა განსაზღვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ თუ შენ ხარ თეთრკანიანი, მაღალი, ჰეტერო მამაკაცი, ყველაფრის მიღწევა უფრო მარტივია, ვიდრე იმავე შესაძლებლობების მქონე შავკანიანი, დაბალი, ლესბოსელი ქალისთვის. ხოლო ის, რომ ვიღაცა პრივილიგირებულია ორიენტაციის გამო, სრულ აფსურდად მიმაჩნია, რომელიც სამწუხაროდ რეალობაა...

- როგორც ვიცი დაქორწინებული იყავი, არის თუ არა ეს სიმართლე და თუ სიმართლეა რატომ დაინგრა თქვენი ოჯახი?

- კი სიმართლეა. ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მოკლეხნიანი ოფიციალური ქორწინება მქონდა - 28 კალენდარული დღე. რაც შეეხება ოჯახის დანგრევას, (რაღაც არ მომწონს ეს სიტყვები ოჯახის დანგრევა...." მოდი იყოს გაშორება) ანუ გაშორებას, ჩემი სიჩუმე იყო ყველაფრის მიზეზი. ის, რომ გავჩუმდი, ის რომ არ ვილაპარაკე, ვერ ვიყავი ბოლომდე გულახდილი, ვერც საკუთარ თავთან და ვერც მეორე ნახევართან. მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობა მქონდა, რომ სხვებს არ ვგავდი, ვიმალებიდი, ვემალებოდი საკუთარ თავს და ამდენმა დაგროვებულმა სიმართლის მალვამ გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანა...

- ინტერნეტ ქსელში გამოაქვეყნე ფოტო სადაც „ფალოსის“ ქანდაკებასთან ხარ დაჩოქილი. ამ ფოტომ დიდი აჟიოტაჟი და აგრესია გამოიწვია. რას ეტყვი ადამიანებს, ვინც ეს ფოტო ნეგატიურად მიიღო?

- ვფიქრობ, არ გამოუწვევია აგრესია, მაგრამ თუ მაინცდამაინც არ იშლიან, ვეტყვი: ჩამოდით დანგასტში, უკიდურეს ჩრდილოეთ გერმანიაში, გაიგეთ ამ ძეგლის არსი, თუ როგორ აფრთხობს ეს პენისი ზღვას, რომელიც ქალთან ასოცირდება და ყველაფერს იუმორით შეხედავენ.

- გიორგი, ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი.

- ჭრელი ნარკომანი! (იცინის)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100