ალა პუგაჩოვა მიხეილ პროხოროვის პარტიაში მიდის

„კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში დღეს რუსული ესტრადის პრიმადონად წოდებულმა ალა პუგაჩოვამ არ დამალა თავისის სიმპათიები ბიზნესმენ მიხეილ პროხოროვის მიმართ, რომელიც, იმავდროულად, პარტია „პრავოე დელოს“ ხელმძღვანელობს.

რუსმა მომღერალმა განაცხადა, რომ მზადაა, პარტიის წევრიც გახდეს იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ პროხოროვისგან ანალოგიურ შეთავაზებას მიიღებს. მან პროხოროვს „ნამდვილი მამაკაცი“ უწოდა და დაამატა, რომ მას კარგად ესმის, როგორ უნდა მოაწყოს ქვეყანა.

მომღერლის პათოსს დღესვე გამოეხმაურა რუსი ბიზნესმენიც. მან კომპლიმენტი გაუცვალა ალა ბორისოვნას და განაცხადა, რომ მას დიდ პატივს სცემს. „ალა ბორისოვნას კარგად ესმის რუსი ქალების პრობლემები და ჩინებულად ერკვევა პოლიტიკურ პროცესებშიც. „მხოლოდ მოხარული შემიძლია ვიყო, თუკი იგი ჩვენი პარტიის წევრი გახდება“, - თქვა პროხოროვმა და დაამატა, რომ მომღერალს დღესვე დაუკავშირდება და პარტიის წევრობას შესთავაზებს.

კომენტარი