სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შორენა ბეგაშვილი გათხოვდა?

გამოცემა "რეიტინგი" შორენა ბეგაშვილის გათხოვების შესახებ ექსკლუზიურ ინფომრაციას ავრცელებს:


"მსახიობი შორენა ბეგაშვილი გუშინ იუბილარი იყო. მან გრანდიოზული დაბადების დღე საცურაო აუზზე გადაიხადა. შორენას დაბადების დღე, საყვარელმა მამაკაცმა ირაკლი ნანაძემ გადაუხადა.

საიუბილეო წვეულებაზე მოწვეული იყო შორენას ოჯახის წევრები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და ირაკლის და შორენას მეგობრები. მათ შორის ბუკა მანაგაძე, მაკა ზამბახიძე, ლელა წურწუმია, მამულიჩა და სხვები.

მომღერლებმა მსახიობს დაბადების დღის აღსანიშნავად უმღერეს.

შორენას და მის ქალიშვილს ევას, წვეულებაზე თეთრი კაბები ეცვათ.

გვიან ღამით, შორენას საყვარელმა მამაკაცმა გრანდიოზული ფეირვერკი მოუწყო, რომელიც ბეგაშვილისთვის მოულოდნელი იყო.

ფეიერვერკის შემდეგ შორენამ და ირაკლიმ დაბადების დღის ტორტი ერთად გაჭრეს.

როგორც ჩანს, წყვილი თავის ურთიერთობას საერთოდ აღარ მალავს, უფრო მეტიც, "რეიტინგისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ.

წყვილის მეგობრების ცნობით, შორენა და ირაკლი ქორწინების შესახებ ოფიციალურ განმარტებას უახლოეს მომავალში გააკეთებენ. ირაკლი ნანაძემ, უცხოელ იუველირს საყვარელი ქალისთვის უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედი დაამზადებინა, რომელიც შორენა ბეგაშვილის ხელს მალე დაამშვენებს.

"რეიტინგი" შეეცადა შორენა ბეგაშვილთან დაკავშირებას და ქორწილის დეტალების გარკვევას, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს" - წერს გამოცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100