სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე გამოიყურებოდნენ ზაზა ფაჩულია, თიკა ალავიძე, რამაზ ნოზაძე, ხატია სიჭინავა და ნონა გაფრინდაშვილი ლაშა ტალახაძის ქორწილში

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე ჯერ კიდევ აპრილში დაქორწინდა, თუმცა საქორწინო ცერემონია ჩემპიონს გუშინ ჰქონდა.

მისი მეუღლე 24 წლის ანუკი დემურიაა.

წყვილმა ერთმანეთი დაახლოებით ორი წლის წინ ბათუმში, მეგობრების წრეში გაიცნეს.

ქორწილს ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ ზაზა ფაჩულია თავისი მეუღლით, რამაზ ნოზაძე, ხატია სიჭინავა, ნონა გაფრინდაშვილი.

2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100