მონიკა ლევინსკი – ქალი, რომელმაც ცხოვრება დაინგრია და დღესაც დასცინიან

ვერაფრით იტყვი, რომ მონიკა ლევინსკი დღესაც კი – ცნობილი სექს–სკანდალიდან 17 წლის შემდეგ მედიას არ ახსოვს. შიგადაშიგ გაიხსენებენ ხოლმე, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ გააშუქონ, რამდენად მარტოხელა და უსუსურია ქალი, ვისი სახელი და გვარიც სულ რაღაც წლების წინ თითქმის მთელ მსოფლიოს პირზე ეკერა.

მონიკა ლევინსკი ამჯერად დროის უდიდეს ნაწილს ნიუ–იორკში ატარებს, ნაწილს კი – ლოს–ანჯელესში, სადაც მისი დედა და ძმა ცხოვრობენ. დამოუკიდებლად ცხოვრებაზე მონიკამ უარი თქვა. ალბათ, იმიტომ, რომ პარტნიორი მამაკაცის პოვნა ძალიან გაუჭირდა – არცერთი მამაკაცი მას სრულყოფილ ქალად არ აღიქვამს და ხანგრძლივი, ან თუნდაც, ხანმოკლე ურთიერთობის გაბმაზე ყველა უარს ეუბნება – სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვათ.

არადა, იყო დრო, როცა მონიკა ლევინსკის სპერმიანი კაბა ლამის თეთრი სახლის თავზე ფრიალებდა. 1995 წელს ბილ კლინტონთან დაწყებული რომანის შესახებ თეთრი სახლის ექს–სტაჟიორმა საჯაროდ განაცხადა და სკანდალიც, რა თქმა უნდა, აგორდა. ლევინსკიმ სასამართლოზე თავისი კაბა წარადგინა, რომელიც სტაჟიორობის პერიოდში ეცვა და აღნიშნა, რომ მასზე ბილ კლინტონის სპერმა იყო, რაც დნმ–ის ანალიზით დადასტურდა კიდეც. ბილ კლინტონს იმპიჩმენტი ემუქრებოდა – სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის გამო, მაგრამ საბოლოოდ, აშშ–ის 42–ე პრეზიდენტი არც სენატმა გაწირა, არც ჰილარი კლინტონმა და არც ამერიკელმა ხალხმა.

მონიკა ლევინსკი ყველამ მოიძულა და ერთხანს მიივიწყა კიდეც. როგორც გითხარით, თუ იხსენებენ, მხოლოდ იმისთვის, რომ მის მარტოობას დასცინონ. არიან ადამიანები, რომელთა მიმართ ამერიკელი საზოგადოება აბსოლუტურად გულგრილი, ზედმეტად ცინიკურიც კია. ადამიანები, რომლებსაც ასეთი „განკვეთა“ ერგოთ წილად, ცოტანი არიან, მაგრამ ფაქტია, რომ მონიკა ლევინსკი სწორედ მათ შორისაა.

ერთ დროს ქალმა–ლეგენდამ, კლინტონთან ანალური სექსის მოყვარულმა (მისივე განცხადებით) მონიკამ საკუთარი თავი ვერა და ვერ იპოვა. ბოლოს ბიზნეს–ვუმენობაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ – მის მიერ გამოშვებული ჩანთებით ქალები ვერა და ვერ დააინტერესა. ახლა კი ეს სკანდალური ქალბატონი, რომელიც ბოლო წლებში ძალიან გასუქდა, დეპრესიასთან ერთად ფინანსურ სიდუხჭირესაც განიცდის.

მონიკა ლევინსკი ამაოდ ცდილობს, რომ პრესამ მისი და ბილ კლინტონის ურთიერთობის სექსუალური მხარე დაივიწყოს და ამაოდ აცხადებს, კლინტონი ტყუოდა, როცა მემუარებში დაწერა, რომ სექსუალური ურთიერთობა მონიკა ლევინსკის ინიციატივით შედგაო. მონიკა ლევინსკი ამტკიცებს, რომ მათ შორის სერიოზული გრძნობა გაჩნდა და იგი 2 წელიწადს გრძელდებოდა, მაგრამ მისი არავის სჯერა – მისსავე მეგობრებსაც კი. „მონიკას თავი ანეკდოტის პერსონაჟი ჰგონია, რადგან მასზე ათასი ჭორი დადის და არცერთი მამაკაცი არ ეკარება სიახლოვეს“, – ამბობს მისი მეგობარი.

საზოგადოების მხრიდან შექმნილი დამოკიდებულების გამო არჩეულ ვაკუუმზე მონიკა ლევინსკიმ უარის თქმა სულ რამდენიმე დღის წინაც დააპირა, როცა მეგობრებთან ერთად რესტორანში სავახშმოდ შევიდა. ალბათ, მერე ძალიან ინანა ეს, რადგან დაჯდა თუ არა მაგიდასთან და იცნეს თუ არა, იგი საყოველთაო დაცინვის ობიექტი გახდა: დასცინოდნენ ხმამაღლა და ისე, რომ სულაც არ ადარდებდათ, ესმოდა თუ არა მათი ღვარძლიანი ხუმრობები ადრესატს.

არადა, მონიკა ლევინსკის ყველაფერი ესმოდა. ის მთელი საღამოს განმავლობაში თავჩაქინდრული იჯდა, საკუთარ თეფშს დასცქეროდა და გადმოღებულ სალათას უგულოდ წეწავდა ჩანგლით. მთელი ორი საათის განმავლობაში ექს–სტაჟიორს ხმა არ ამოუღია და არც ერთი ლუკმა არ ჩაუდვია პირში.

ისე, არა უშავს, დუმილი თუ ახლა მაინც ისწავლა – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...


კომენტარი