სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"წარმოდგენა არ მქონდა, რამდენი წლის იყო" - 51 წლის ვენსან კასელი და 21 წლის ტინა კუნაკი დაქორწინებას აპირებენ

იტალიურ ჟურნალ Vanity Fair-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 51 წლის მსახიობმა ვენსან კასელმა 21 წლის შეყვარებულზე, ტინა კუნაკიზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებიც გაამხილა:

"ცოლთან დაშორების შემდეგ გარკვეული პერიოდი მხიარულად ვატარებდი დროს, თუმცა მალე მივხვდი, რომ ძალიან მარტო ვიყავი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმეს გავიცნობდი და ახალი სიყვარული მეწვეოდა, მაგრამ მალე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ტინა, რომელიც იმაზე ბევრად პატარა აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ვვარაუდობდი" - ასე აღწერა საყვარელი ქალი მსახიობმა.
"სიყვარული მოულოდნელად გვიტევს და ასაკსა და ციფრებს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ უნდა შეგვიყვარდეს და რა კრიტერიუმები უნდა ჰქონდეს მას. როდესაც ტინას შევხვდი, წარმოდგენა არ მქონდა, რამდენი წლის იყო".
წყვილი ძალიან მალე დაქორწინებასაც აპირებს. მსახიბმა ისიც აღნიშნა, რომ მზად არის, მესამედ გახდეს მამა და სურს, რომ ტინასთან ერთად სრულყოფილი ოჯახი შექმნას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100