"თუ ცელულიტი ჩემი ცხოვრების თანამგზავრია" - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოს აქვეყნებს საცურაო კოსტუმში

მშობიარობის შემდეგ მოდელმა ნუკი კოშკელიშვილმა წონაში მოიმატა, ამიტომ ცდილობს რაიმე ეფექტური დიეტა მოიძიოს და სასურველ ფორმას დაუბრუნდეს, მანამდე კი სოციალურ ქსელში აქტიურად იღებს რჩევებს გამოცდილი დედებისგან, რომლებმაც უკვე დაიბრუნეს ძველი ფიგურა. ნუკი ინსტაგრამზე ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საცურაო კოსტუმში აქვს გადაღებული:


"ნუკი მინაჟი? კიმ კოშკელიშვილი? თუ ცელიულიტი ჩემი ცხოვრების თანამგზავრია? უმრავლესობის მოთხოვნით საცურაო კოსტუმი “კუპალნიკი” გამოვიცვალე. აბა ვარ შხვართი ამაში? ბევრი მწერს-“აბა დიეტას დავიწყებო და ერთად დავიკლოთო რომ იძახდიო?!” მეგობრებო! ენტერო ვირუსის მსხვერპლი გავხდი და ამიტომ ჯერ ვერაფერს ვერ ვიწყებ, ვცდილობ რაც ჩამივა ვჭამო რომ რძე არ გამიშრეს. მალე დავიწყებთ რამე ჯანსაღ და ეფექტურ დიეტას და ერთად მივაღწევთ სასურველ წონას" - წერს ნუკი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი