სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებასა და ძალადობაში ადანაშაულებენ

28 სექტემბერს ცნობილი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს ადვოკატმა გერმანული გამოცემა Der Spiegel-სგან ფეხბურთელის მიმართ საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რადგან მან კრიშტიანუს ღირსება შელახა.

საქმე ეხება გამოცემაში დაბეჭდილ ინტერვიუს, რომელშიც ამერიკელი ქეით მაიორგი ამტკიცებს, რომ კრიშტიანუმ მასზე იძალადა და გააუპატიურა.
მაიორგის თქმით, შემთხვევა 2009 წელს ლას-ვეგასში ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, როდესაც ფეხბურთელს ქალთან სქესობრივი კონტაქტის დამყარება სურდა, ამ უკანასკნელმა კი მას უარი უთხრა.
გაუპატიურების შემდეგ კრიშტიანუმ დაზარალებულს 375 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა მას ძალადობის ფაქტი არ გაეხმაურებინა.
მაიორგმა რედაქციაში ხმოვანი წერილი გაგზავნა, სადაც ის მომხდარის გამო სინანულს გამოთქვამს:
"მე კრიშტიანუს ძალადობაში ვადანაშაულებ, საკუთარ თავს კი ვადანაშაულებს იმაში, რომ დოკუმენტებში ხელმოწერით დავდე ედუმილის პირობა. მან მე მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა მომაყენა, რომელსაც დღემდე ვმკურნალობ" - ნათქვამია ჩანაწერში.
გამოცემა Der Spiegel-ის რედაქტორი აცხადებს, რომ ინტერვიუს დაბეჭდვამდე კომენტარის ჩასაწერად ფეხბურთელთან და მის ადვოკატთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ - ისინი არ პასუხობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100