სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბ შარიქაძე, ყოფილი შეყვარებულისა და ბერა ივანიშვილის დაოჯახებაზე პირველად დრონი-ჯი-სთან საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული მოდელი ნანუკა გუდავაძეა.

მოდელი არც ისე დიდი ხნის წინ, ცნობილი მორაგბის, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის შეყვარებული იყო და დაშორებიდან მალევე, საზოგადოებაში დაირხა ჭორები, რომ ბერა და ნანუკა ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა წყვილი არც უარყოფდა და არც ადასტურებდა ღნიშნულს, სულ მალე კი ეს ამბავი ბეჭდით დააგვირგვინეს. დრონი.ჯი დაინტერესედა, თუ რას ფიქრობს ჩვენი კაპიტანი ყოფილი შეყვარებულის გათხოვებაზე და ბუკა შარიქაძეს დაუკავშირდა.

დრონი.ჯი: მოულოდნელი იყო თუ არა შენთვის ნანუკას და ბერას ქორწინების ამბავი და იყო თუ არა თქვენი დაშორების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის შვილი?

ბუკა შარიქაძე: არა არ ყოფილა მოულოდნელი ნამდვილად ეს ამბავი. ჩვენი დაშორებულის მიზეზი, რა თქმა უნდა, ბერა არ ყოფილა, ვინაიდან ჩვენ უკვე დიდი ხნის დაშორებულები ვიყავით, როცა მათი ურთიერთობის შესახებ პრესიდან გავიგე. ამ ეტაპზე ნანუკასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ალბათ დამეთანხმებით რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ისე მოიქცევა როგორც უნდა, ეს არავის გადასაწყვეტი არ არის. ნანუკას პირადი ცხოვრებაც მისი პირადია. ჩემს პირადს რაც შეეხება, ამ ეტაპზე მყავს შეყვარებული და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100