სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთა თოფურიამ და გუფიმ თავიანთი შვილები ერთმანეთს გააცნეს

დიდი ხანი არ არის გასული, რაც მომღერალი ქეთა თოფურია და რეპერი გუფი თავიანთ რომანს აღარ მალავენ.

სანამ ქეთა ჯერ კიდევ ლევის მეუღლე იყო, საზოგადოება მანამდე ალაპარაკდა თორუფიასა და გუფს შორის არსებულ რომანზე, ცოტა ხანში კი ცნობილი გახდა, რომ მომღერალი მეუღლეს დაშორდა, რომელიც ფაქტობრივად ამერიკაში ცხოვრობდა. ქეთასა და ლევს ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავთ. გუფის კი პირველი ქორწინებიდან ვაჟი, სემი ჰყავს, რომელიც ბალიზე დედასთან და მის მეორე ქმართან ერთად ცხოვრობს, თუმცა პერიოდულად მოსკოვში, მამასთან ჩამოდის ხოლმე.
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ასეთ ვიზიტზე გუფიმ შვილს ქეთას პატარა ქალიშვილი გააცნო. ამის შესახებ წყვილის საახლობლო წრეში დაახლოებულმა პირმა ჟურნალისტებს ანონიმურად უთხრა.
"სამი წლის ალივიამ ისე კარგად მიიღო სემი, ბავშვებმა კარგად გაუგეს ერთმანეთს, ბევრი საერთო ინტერესი აღმოაჩნდათ, ისეთი შეგრძნება დაგვრჩა, თითქოს ქეთა და ლიოშა (გუფი) ბავშების გამო დაახლოვდნენ ერთმანეთთან" - აცხადებს ანონიმური წყარო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100