"ცოლის პოპულარობით დაკომპლექსებული ქმარი ნამდვილად არ ვარ" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ზურა ხიზანიშვილთან

ამბობს, რომ ცოლის წარმატებით დაკომპლექსებული არაა, რადგან მიჩვეულია სალომეს პოპულარობას, იდეალური მამაა და ცდილობს ქართული ფეხბურთისთვის ბევრი გააკეთოს. გურამ კაშიას ირგვლი ატეხილ სკანდალს მარაზმს უწოდებს და მისი სამომავლო გეგმები ისევ და ისევ ფეხბურთს უკავშირდება.

დრონი.ჯი ქართველს ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.



-
ზურა, აქტიური ფეხბურთელი იყავი, კარიერის დასრულების შემდეგ გაქვს თუ არა ნოსტალგია და გენატრება თუ არა შენი საქმე?
- გასაკვირი იქნებოდა რომ მეთქვა არ მენატრება ძველი დრო თქო. უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს ფეხბურთთან და რაც კი გამაჩნია, ეს რა თქმა უნდა ფეხბურთის დამსახურებაა. ასე რომ, მაქვს ნოსტალგია...

- ამჟამად რითი ხარ დაკავებული?
- 21
წლამდელების დამხმარე მწვრთნელი ვარ. ასე რომ ამჟამადაც ფეხბურთში ვარ ჩაბმული.



-
რამდენად დიდ დროს ატარებ შვილებთან?
- მაქსიმალურად ვცდილობ დიდი დრო გავატარო შვილებთან. ძალიან მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა. ძალიან მეგობრული და მამა-შვილური ურთიერთობა გვაქვს.

-
როგორი ქმარი ხარ, სალომეს სატელევიზიო წარმატებამ ხო არ გაკომპლექსებს?
- (იცინის) ამაზე მართლა არ მიფიქრია. ცოლის პოპულარობით დაკომპლექსებული ქმარი ნამდვილად არ ვარ, ვინაიდან სალომე ყოველთვის პოპულარული იყო და მუდამ ყურადღების ცენტრშია.


-
ქართულ ფეხბურთში რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი?
-
ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს ქართველებს. გამოვარჩევდი პერსპექტიულ ახალგაზრდებს გიორგი ჭაკვეტაძესა და ოთო კიტეიშვილს. ორივეს პირადად ვიცნობ და საკმაოდ შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდები არიან.

-
როგორ ფიქრობ ბოლო პერიოდში რამდენად წარმატებულია ქართული ფეხბურთი?
- პასუხი მარტივია, იქიდან გამომდინარე თუ რაც გააკეთა ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა. მართალია ბოლომდე არ მიგვიყანია ეს საქმე, მაგრამ კარგი შედეგია ორი თამაშიდან ექვსი ქულა და თავისთავად პირველ ადგილს ვუმიზნებთ. ასევე საკლუბო დონეზე რაც გააკეთა ქუთაისის ტორპედომ ესეც აღსანიშნავია. ყველაფერი ეს მიუთითებს ქართული ფეხბურთის განვითარებაზე.



-
გურამ კაშიას ირგვლი ატეხილ სკანდალზე რა კომენტარს გააკეთებდი?
-
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ თემას მე სკანდალს ვერ დავარქმევ. ვინაიდან იყო ერთი მხარის აგორებული თემა, რომელიც ხელზე დაიხვიეს. ცოტა მარაზმში გადავიდნენ, რომ საქართველოს ნაკრებში არ უნდა ითამაშოს და ასე შემდეგ... მე ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება და პატივი უნდა ვცეთ ყველას აზრს. მარაზმზე მეტი იყო, რომ უკვე თვითონ გადაგვიწყვიტეს ვის უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებში და ვის არა. ძალიან გამაღიზიანებელი იყო ყოველივე ეს.

- როგორია ზურა ხიზანიშვილის სამომავლო გეგმები?
-
ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და ისევ უკავშირდება ფეხბურთს და სამწვრთნელო კარიერას. თუ რაიმე გამიკეთებია ქართულ ფეხბურთში, დიდი სურვილი მაქვს რომ, გავაორმაგო და უფრო მეტად დავეხმარო საქართველოს, ფეხბურთის განვითარებაში, რაც დარწმუნებული ვარ გამომივა.



კომენტარი