სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეფორმირებული და დეფექტიანი სელებრითები - ის, რაც აქამდე არ იცოდით თქვენს კუმირებზე

ხშირად, ფული და დიდება ვერ შველის ისეთ დეფექტებს, რომლის დამალვაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ბევრი სელებრითი იტანჯება ისეთი დეფექტებითა და დეფორმირებული სხეულის ნაწილებით, როგორიცაა ხელის თითები, ფეხები, კანი, მკერდი, სახე და ა.შ.

დრონი.ჯი გთავაზობთ იმ პოპულარულ ადამიანთა ფოტო-ფაქტებს, რომლებიც გარკვეული დეფექტებით იტანჯებიან და ამას ვერაფერს უხერხებენ:

დენზელ უოშინგტონის გამრუდებული ნეკა თითი:

62 წლის მსახიობმა ეს თითი ახალგაზრდობაში ფეხბურთის თამაშოს დროს დაიზიანა და მას შემდეგ მისი გასწორება შეუძლებელი გახდა.

ჯონა ჰილი ნაიარევი მკლავით:

ცოტა დაკვირვებული თვალი მარტივად შეამჩნევდა მსახიობის მარჯვენა მკლავზე ნაიარევს, რომელიც თავის დროზე საკმაოდ ცუდად დამუშავდა. ჰილმა მკლავი 15 წლის ასაკში დაიზიანა, როდესაც მეგობრებთან ერთად დიდი სისწრაფით მიმავალ ავტომობილში იჯდა და ხელი გარეთ ჰქონდა გადმოყოფილი. მცირე საგზაო შემთხვევის შემდეგ მისი მკლავი იმდენად ცდუ მდგომარეობაში იყო, რომ ექიმი ამპუტაციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ შენარჩუნება გადაწყვიტა.

ხუაკინ ფენიქსის ნაიარევი ტუჩი:

თქვენ ალბათ მანამდეც შეამჩნევდით ხუაკინის ტუჩზე ნაიარევს, თუმცა არ იცით, საიდან აქვს ის - ასეთი ნაიარევი ძირითადად ოპერაციის ან ტრავმის შედეგად რჩება ხოლმე, თუმცა ფენიქსის შემთხვევაში ასე არაა. მსახიობს ტუჩზე იარა თანდაყოლილი აქვს დაბადებიდან.

მეგან ფოქსის მოკლე ცერა თითები:

ასეთი სილამაზის შემხედვარე, ხშირად სხვა დეტალებს არ ვუკვირდებით და არ გვაინტერესებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უნაკლო სახის გარდა მეგანს ნაკლიანი ცერა თითები აქვს, რაც მას გენეტიკურად დაყვა.

დერილ ჰანას მოჭრილი თითი:

2010 წელს დერილმა თავად უამბო ჟურნალისტებს მოკვეთილი თითის ისტორია - ის სამი წლის იყო, როდესაც ბებიასთან იმყოფებოდა სტუმრად ჩიკაგოში და მოძრავ სკამში მოიყოლა საჩვენებელი თითი, რომლის შენარჩუნებაც ვეღარ მოხერხდა.

ფსორიაზი ბრიტნი სპირსის ფეხებზე:

90-ან წლებში, როდესაც ის პოპის პრინცესა იყო, ყოველთვის კარგად უვლიდა თავს და თითქმის უნაკლო იყო, თუმცა მალევე დაიწყო დაღმავლობის პერიოდი - არასწორად შერჩეულმა მამაკაცმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა - ჯერ ალკოჰოლი, შემდეგ ნარკოტიკები, ბრძოლა ბავშვებისთვის და დანგრეული კარიერა - ბრიტნის აღარ ეცალა თავის მოსავლელად. სავარაუდოდ, არც ფსორიაზის სამკურნალოდ ექნებოდა მაინც და მაინც დიდი დრო.

ტომ ჰარდის დეფორმირებული თითი:

გოგონების გულთამპყრობელმა მსახიობმა ნეკა თითი სამზარეულოს დანით დაიზიანა, ისე, რომ მასში შეგრძნება თითქმის ბოლომდე დაკარგულია. სამი ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად თითის აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა.

ჯენიფერ გარნერის ფეხზე მოკაუჭებული თითი:

პაპარაცებს ვერაფერს გამოაპარებ, ისინი დეტალურად იღებენ ყველაფერს და ყოველთვის, სწორედ მათ დააფიქსირეს მსახიობის დეფექტური ფეხის თითი, რომელიც მართლაც პრობლემურია თუნდაც ფეხსაცმლის ტარებისას.

მომღერალ კეშას კი უკანალზე კუდი აქვს:

ამის შესახებ თავად კეშამ 2013 წელს ისაუბრა ჟურნალისტებთან და აღიარა, რომ დაბადებიდან მას კუდი დაჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა ოპერაცია გაიკეთა, მაინც ძალიან ემოციური ფაქტია ეს მის ცხოვრებაში. საკუთარ კუდს ისე მალავდა, რომ ამის ფოტომასალა არ არსებობს, თუმცა გთავაზობთ სხვა ფოტოს, რომელზეც აღნიშნული ანომალიაა გადაღებული.

ლილი ალენის მესამე „ძუძუ“:

ბრიტანელმა მომღერალმა თავად აღიარა მესამე ძუძუს შესახებ და აქვს დაამატა, რომ მასში ისეთივე მგრძნობელობა აქვს, როგორც ორივე მკერდში. ამის აღიარების ლილის სულ არ მორიდებია, რადგან თვლის, რომ ეს სირცხვილი სულაც არ არის.

კაროლინა კურკოვას ჭიპი არ აქვს:

შეიძლება, ულამაზესი მოდელის ფოტოებზე ჭიპი ჩვეულებრივად ემჩნეოდეს, თუმცა უნდა გაგიმხილოთ - ეს ფოტოშოპია. სინამდვილეში კაროლინას ჭიპი არ აქვს. მის ნაცვლად მოდელს პატარა ჩაღრმავება აქვს, თუმცა ისიც კანით არის დაფარული.

ჰარი სტაილსის დამატებითი ძუძუს თავები:

რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მუსიკოსს სხეულზე რამდენიმე ძუძუს თავი აქვს, თუმცა ამის შესახებ ის ნამდვილად არ განიცდის, პირიქით - მის პარტნიორებს ეს ერთგვარ ინტერესსაც კი უღვივებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100