მსოფლიოში ერთადერთი ორსული მამაკაცი ორ თვეში დედ–მამა გახდება (ვიდეო)

24 წლის ტომასი მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ორსული მამაკაცია, რომელიც ზუსტად ორ თვეში დედა გახდება – როგორც ექიმები ირწმუნებიან, მისი ორსულობის პროცესი სრულიად ნორმალურად მიმდინარეობს.

ტომასი ქალად დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით სქესიც შეიცვალა და სახელიც. ტრანსსექსუალი ბოლომდე ვერ შეელია ქალურ წარსულს და მამაკაცად მხოლოდ ვიზუალურად გარდაიქმნა, ქალის რეპროდუქციული ორგანოები კი შეინარჩუნა. მოგვიანებით ტომასი პარტნიორისგან დაორსულდა კიდეც. ოპერაცია აშშ–ში ჩატარდა.

ექიმებს და ტომასის ნაცნობებს ჯერ კარგად ვერც გი გაურკვევიათ, ტომასს მომავალი დედა უწოდონ თუ მომავალი მამა.

ტომასი მშობიარობას თელ–ავივის სამშობიარო სახლ „ლისში“ აპირებს, მანამდე კი დიეტას იცავს, მიღებულ კალორიებს მკაცრად აკონტროლებს, ექოსკოპიაზე დადის და ყოველ საღამოს მის წიაღში მყოფ პატარას ესაუბრება...

სიუჟეტი channel 4-ზე

კომენტარი