სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ტანგაზე მიმაგრებული შარვალი" - ჯენიფერ ლოპესს ჩაცმულობის გამო დასცინიან

მომღერალი, მოცეკვავე და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი თავისი სექსუალური ფორმებიდან გამომდინარე გამუდმებით იქცევს საზოგადოების ყურადღებას, თუმცა ამჯერად არა ფორმებმა, არამედ მისმა ტანგამ გამოიწვია ხმაური, რომელზეც შარვალი უბრალოდ მიმაგრებული ჰქონდა.


საქმე იმაშია, რომ მომღერალი ახალ კლიპზე მუშაობს, სადაც ეს უცნაური დრესს-კოდია გამოყენებული. სიმღერა სახელწოდებით "Limitless" მალე გამოვა ეკრანებზე და მასში 2000-ანი წლების ჩაცმულობა იქნება აქტუალური. ლოპესმა თავის მხრივ განიერი შარვლების მოდა გააცოცხლა, თუმცა ეს უცნაური სტილი მაინც არაფერში ჯდება.

ინტერნეტში უკვე ყველა აქტიურად საუბრობს იმ ახალ ტრენდზე, რომლის დანერგვაც გადაწყვიტა ჯეი ლომ - ზოგს სასაცილოდ არ ჰყოფნის, ზოგიც იმედოვნებს, რომ ეს ჩაცმულობა პირველი და უკანასკნელი იქნება ლოპესის გარდერობიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100