კირა ნაითლი: „ვაღიარებ, რომ ბოლო გადაღებებზე ვსვამდი...“ (ვიდეო)

ბოლო ნამუშევარში „საშიში მეთოდი“ ძალადობის სცენების გადაღებისას კირა ნაითლი ნასვამი იყო. მსახიობმა ეს თავად აღიარა და დაამატა, რომ დალევა გამბედაობის მოსაკრებად გადაწყვიტა. „სხვაგვარად ძალადობის იმ სცენების გადაღებას ვერ შევძლებდი, რაც ფილმშია“, - თქვა ნაითლიმ.

ჰოლივუდის ლამაზმანმა ისიც დაამატა, რომ ეროტიკულ სცენებში მონაწილეობაზე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დათანხმდა. „გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც რეჟისორი დამპირდა, რომ სცენები გამომწვევი არ იქნებოდა“, - უთხრა მსახიობმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ „საშიშ მეთოდში“ კირა ნაითლი მოძალადე ფსიქოანალიტიკოსის საყვარლის როლს ასრულებს.

ვიდეო: ფილმის "საშიში მეთოდი" თრეილერი:

კომენტარი