სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ფერჰატისა და ასლის" შავ-თეთრი სიყვარულის ქართველი მაყურებლები კიდევ ბევრჯერ ატირდებიან, მანამდე კი, დრონი.ჯი "ფერჰატის" რეალური ცხოვრების შესახებ გიამბობთ

საქართველოშო, ბოლო დროს ძალიან პოპულარულმა თურქულმა სერიალმა „შავ-თეთრი სიყვარული“, რომელიც ამჟამად ტელე-იმედის ეთერში გადის მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართველი მანდილოსნები გაგიჟდნენ სეიალის მთავარ პერსონაჟზე „ფერჰატზე“.

„ფერჰატისა და ასლის“ სევდიანმა და მტანჯველმა სიყვარულის ისტორიამ მაყურებელი უკვე ბევრჯერ ატირა და წინ კიდევ ბევრი ცრემლიანი სერია ელით. მანამდე კი დრონი.ჯი „ფერჰატის“ პირადი ცხოვრების შესახებ გიამბობთ.

სერიალის მთავარი გმირი მსახიობი იბრაჰიმ ჩელიკოლია, რომელიც 1982 წლის 14 თებერვალს ქალაქ იზმიტში დაიბადა. სანამ სამსახიობო კარიერას დაიწყებდა, მოდელად მუშაობდა სამოდელო სააგენტოში. ასევე თამაშობდა საკალათბურთო გუნდის უმცროს ეროვნულ ლიგაში.

მსახიობის ცხოვრებაში გარდამავალი პერიოდი დაიწყო მაშინ, როდესაც ის შემთხვევით შეხვდა თურქ რეჟისორსა და პროდიუსერს ოსმან სინავს. მან შესთავაზა ჩელიკოლს მაცდური წინადადება, რომ ფილმში "Pars: Narkoterör" ეთამაშა კაპიტან შამილ ბატურის როლი.

სახელდობრ, ეს ფილმი გახდა მისი სამსახიობო კარიერის დასაწყისი 2009 წელს მას იღებენ სერიალებში თავის ქვეყანაში იბრაჰიმს დიდი აღიარება მოიპოვა სერიალში "იფეტი" ხემალის როლის შესრულება. მოგვიანებით მან მეორე ხარისხის როლი შეასრულა დიდ ბიუჯეტიან თურქულ ფილმში "დაპყრობა 1453".

მანდილოსნებს ალბათ გული დასწყდებათ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ იბრაჰიმ ჩელიკოლი დაქორწინებულია. მისი მეუღლე არქიტექტორი მიჰრა მუთლუა. წყვილი წინა წლის 24 მაისს დაქორწინდა. მოსიყვარულე წყვილმა მოკრძალებული ცერემონიალი მოაწყო უძველესი ქალაქ ქვიშში, რომელიც მუგლას პროვინციაში მდებარეობს.

„ფერჰატი“ სპორტულ ცხოვრებას მისდევს, უყვარს მთა და ძაღლები. მსახიობი 14 თებერვალს 37 წლის ხდება. წინა დაბადების დღე კი მან მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა, რომელსაც მსახიობი ბირჯე აკალაიც (ასლი) ესწრებოდა. როგორც ჩანს მსახიობის ცოლი „ფერჰატის“ მეწყვილეზე არ ეჭვიანობს და მეგობრობს კიდევაც „ასლისთან“. მათ ერთად გადაღებული ფოტოც აქვს, რომელიც იბრაჰიმს ინსტაგრამზეც ქვს ატვირთული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100