ფილიპ კირკოროვს უკრაინელი ორეული ჰყავს (ვიდეო)

იმის შესახებ, რომ უკრაინაში საოცარი მსგავსების ორეული გამოუჩნდა, ფილიპ კირკოროვს ვალერი ლეონტიევმა უამბო, რომელმაც უკრაინელი ობოლი ბიჭის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო. ლეონტიევმა კირკოროვს 11 წლის ბიჭის მეურვეობაც შესთავაზა. თვითონ კირკოროვი, ბიჭთან შეხვედრის შემდეგ გაოცებული დარჩა მისი მსგავსებით თავის შესაბამის ასაკში გადაღებულ ფოტოებთან.
რუსული ესტრადის ვარსკვლავთან საოცარი მსგავსების გარდა, უკრაინელი დავით ბუხაროვი მის სიმღერებსაც შესაშური მიბაძვითა და სიზუსტით ასრულებს. 11 წლის ასაკში ის უკვე უამრავი კონკურსის ლაურეატია, რაშიც, სავარაუდოდ, ცნობილ რუს მომღერალთან მსგავსებაც ეხმარება.
ალბათ, საინტერესო იქნება ცოტა რამ უკრაინელი ბიჭუნას შესახებ: წლის და სამი თვის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა ვინ არის, დღემდე არ იცის. მანამდე, 7 თვის ასაკში ბავშვი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, როცა მარჯვენა ფილტვის ანთება ჰქონდა. ბავშვი უცნობმა ქალმა გადაარჩინა, რომლის შვილი იმავე პალატაში იწვა, სადაც დავითი მკურნალობდა. ქალი ბავშვს მკერდით კვებავდა და უვლიდა.
ფილიპ კირკოროვმა უკრაინელი ბიჭუნა ნორჩი შემსრულებლების კონკურსში ჩართო, რომლის ორგანიზატორი თავადაა და რომელიც მალე უკრაინაში ჩატარდება. რუსი მომღერალი აღიარებს, რომ ბიჭთან სიახლოვე საოცარ სიამოვნებას ანიჭებს, რადგან იგი ბავშვობაში აბრუნებს.

სხვათა შორის, „იუთუბზე“ ფილიპ კირკოროვის ორეულის სარეკლამო რგოლსაც ნახავთ, სადაც მსგავსება იმდენად აშკარაა, რომ ნამდვილისა და ორეულის გარჩევა გაჭირდება კიდეც. ვიდეორგოლს თან ერთვის ტექსტი: „დაბადების დღე გაქვთ? გინდათ გამოსაშვები საღამო გაილამაზოთ? გსურთ გააოცოთ თქვენი სტუმრები? დაურეკეთ „ფილიპ კირკოროვს“ და ის იმღერებს თქვენთვის!"

კომენტარი