სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რას წერს "მხოლოდ ქართულიდან" გავარდნის შემდეგ გიორგი ნარმანია

გიორგი ნარმანიას პირველი საჯარო კომენტარი პროექტ "მხოლოდ ქართულიდან" გავარდნის შემდეგ. კონკურსის მონაწილე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მიყვარხართ და მეამაყებით, ჩემო საყვარელოოო გულშემატკივრებოოოოოო...ცხოვრება მშვენიერია...რა დროს გულის გატეხვააააა, წინ არის ყველაფერიიიიიიიიიიი"- წერს გიორგი ნარმანია.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გუშინ, მუსიკალური პროექტი "მხოლოდ ქართულის" ნახევარფინალი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ პროექტში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, გიორგი გაბუნიამ, ერთ-ერთ კონკურსანტს, გიორგი ნარმანიას საშუალება მისცა თავისი თავისათვის თვითონვე დაეწერა ქულა, კონკურსანტმა კი თავისი შესრულება 10 ქულით შეაფასა.

ამ ფაქტმა, ჟიურის წევრის, გიორგი გაბუნიასა და წამყვანების გაკვირკვება გამოიწვია, მათ კონკურსანტის მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალეს და სახალხოდ მიუთითებდნენ, რომ ასე არავინ მოიქცეოდა.

ამ ყველაფერმა მაყურებელთა აგრესია გამოიწვია, ისინი სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ გიორგი ნარმანია დაამცირეს და დააბულნგეს, რაც ყოვლად მიუღებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100