ანჯელინა ჯოლის შვილები დედის მიტოვებას აპირებენ

ანჯელინა ჯოლის შვილები დედის მიტოვებას აპირებენ - ამის შესახებ გამოცემა Radar Online წერს.


თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ენჯის მიტოვება მის უფროს, 17 წლის ნაშვილებ ვაჟს, მედოკსს სურს, რომელმაც გადაწყვიტა კოლეჯში ჩააბაროს და ოჯახისგან დამოუკიდებლად იცხოვროს. რაც შეეხება მის 12 წლის ქალიშვილს, შაილოს, მან გადაწყვიტა მამასთან გადავიდეს საცხოვრებლად.

"აცრემლებული ეხვეწებოდა ენჯი ქალიშვილს, რომ დარჩენილიყო, თუმცა მსახიობის ცრემლებმა და ხვეწნა-მუდარამ ვერ გაჭრა" - წერს გამოცემა. რაც შეეხება შაილოს გადაწყვეტილებას, როგორც მან აღნიშნა, მამა ხშირად ენატრება და სურს, რომ მეტი დრო გაატაროს მასთან.

კომენტარი