სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტში 23 წლის წინანდელი ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც მაიკლ ჯექსონს პედოფილიისთვის ასამართლებენ

ინტერნეტში 1996 წლის 1 მარტს გადაღებულიო სასამართლოს ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ლეგენდარულ შემსრულებელს, მაიკლს ჯექსონს პედოფილიისთვის ასამართლებენ.


ჩანაწერი გამოცემა Daily Mail-მა გაავრცელა. მასში ასახულია მომღერლის დაკითხვის მომენტი, რომელიც არასრულწლოვანთან ინტიმურ კავშირს ეხება. ვიდეოში თვალშისაცემია ის, რომ მაიკლ ჯექსონი ძალიან უცნაურად იქცევა - ირონიულად და ცინიკურად უდგება საკითხს და დასცინის პროკურორს. ამასთან, ძალიან ეტყობოდა ემოციური ფონი, თუმცა ყველა ბრალდებას თავის გაქნევით უარყოფდა. ყველაზე კულმინაციური მომენტი კი იყო მისი ფრაზა: "იესომ მოგვიწოდა, რომ ბავშვები გვიყვარდეს".

მომღერალი პედოფილიაში პირველად 1993 წელს ამხილეს. იმ დროისთვის მისი პირველი მსხვერპლი 13 წლის ჯორდან ჩანდლერი იყო. მოზარდი ჯექსონის ფანი იყო და ხშირად ატარებდა დროს მის რანჩოზე "ნევერლენდში". დაზარალებულის მამამ განაცხადა, რომ მისმა ვაჟმა აღიარა მომღერლის მხრიდან ძალადობა, რომელიც დაჟინებით სთხოვდა გენიტალიებზე შეხებას. ამ ინციდენტის შემდეგ მუსიკოსმა კომპენსაციის სახით 13 წლის ბიჭის ოჯახს 22 მილიონი დოლარი გადაუხადა, ამის შემდეგ კი ჯორდანმა მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

2003 წელს ჯექსონს ისევ წაუყენეს ბრალი პედოფილიისთვის. ამჯერად მისი მსხვერპლი 13 წლის ჰევინ არვიზო იყო, რომელიც ასევე ხშირად სტუმრობდა მომღერლის რანჩოს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი გამუდმებით ერთსა და იმავე ლოგინში იძინებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ჯექსონი ერთხელ უკვე იჯდა განსასჯელის სკამზე, ამჯერად ჰევინთან ერთად მასტურბაციით კავდებოდა.

პოლიციამ აღნიშნული ბრალდებით მომღერალი დააკავა. სასამართლო პროცესები 2005 წლის თებერვლამდე იმართებოდა. არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ჯექსონი მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო.

2009 წელს, მაიკლის გარდაცვლების შემდეგ ჯორდან ჩანდლერმა აღიარა, რომ მომღერალს წლების წინ ცილი დასწამა - ფულის გამოძალვის მიზნით მოზარდი მამამ დაარწმუნა, რომ ჯექსონისთვის სექსუალური ძალალდობა დაებრალებინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100