სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვფიქრობ ყველა ადამიანში არსებობს ის ნათელი წერტილი, რომლისთვსაც ღირს ბრძოლა" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილთან

ახალგაზრდა იურისტი ირაკლი ჩომახაშვილი საზოგადოებაში პოპულარული გახდა მაშინ, როდესაც ის, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ადვოკატად დასახელდა. ირაკლი იურისტობის პარალელურად კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ძალიან უყვარს სპორტი და გატაცებულია ფილოსოფიისა და თეოლოგიის შესწავლით. ირაკლი არ უარყოფს, რომ მას სტუდენტი გოგონები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

დრონი,ჯი ახალგაზრდა იურისტს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ძალიან რთული პროფესია გაქვ, ოდესმე გინანია, რომ ადვოკატი გახდი?

- არასდროს მინანია. ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა ადამიანისთვის, როდესაც ვიღაცას აბედნიერებ. ჩემს სამუშაოს გარკვეული შედეგი აქვს და ეს შედეგი არის ადამიანის თავისუფლება. თავისუფლება არის ერთ-ერთი უზენაესი უფლება, იმის მიუხედავად, რომ აბსოლიტური არ არის! როდესაც პიროვნებას თავისუფლებას ანიჭებ იმ დანაშაულზე, რომელსაც სახელმწიფო ედავება, ეს ძალიან სასიხარულო და მნიშველოვანია.

- საზოგადოებას უკეთ გავაცნოთ შენი თავი - ვინ არის ირაკლი ჩომახაშვილი?

- თავიდან რომ დავიწო, მემგონი თბილისში დავიბადე თუ აყვანილი არ ვარ. (იცინის) დავამთავრე 57-ე საჯარო სკოლა, ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალ მცოდნეობაზე, შემდეგ მაგისტრატურა ჯავახიშვილში დავასრულე და ახლა ვსწავლობ დოქტურანტურაზე. ადვოკატობის პარალელურად, მიწვეული ლექტორი ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვკითხულობ სისხლის სამართალს და სისხლის სამართლის პროცესს. ჩემი წარსული , სხვადასხვა სამუშაო ადგილებს ითვლის და ყველა სამუშაომ დიდი გამოცდილება შემძინა. მყავს ერთი ძმა , რომელიც იურისტია, მამაჩემიც იურისტია.

- შენ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ადვოკატებში მოხვდი. პოპულარობამ რა შეცვალა შენს ცხოვრებაში?

- ამ ყველაფერს იუმორით მივუდექი. სხვა სიტუაციაში უხერხულში ჩავვარდებოდი, თუმცა ძალიან სასიამოვნო არის მსგავსი კომპლიმენტი. რაც შეეხება პოპულარობას, არ ვფიქრობ რომ ასეა, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ უჩინარი ვარ. (იცინის) ნებისიმიერს მოეწონება მსგავსი სახის კომპლიმენტი. არ ვთვლი, რომ ეს სია კომპეტენტურად შედგა, უკეთესებიც არსებობენ. ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც გარეგნობასთან ერთად ჭკუაც აქვს...

- ალბათ, უამრავი რეალურად დამნაშავე ბრალდებული დაგიცავ, ასეთ დროს მოდიხარ თუ არა წინააღმდეგობაში საკუთარ თავთან?

- ერთი ამერიკელი ადვოკატია, რომელსაც არასდროს აქვს პროცესი წაგებული (ჩემი საყვარელი ადვოკატია და სიამოვნებით ვისწავლიდი მის საადვოკატო სკოლაში), ის ამბობს ასეთ რაღაცას: „ნებისმიერ ბრალდებულში უნდა დავინახოთ თავდაპირველად დაზარალებული“. არასდროს ვუყურებ ბრალდებულის იმ წამინდელ სტატუსს, ასეთ შემთხევაში გაჭირდება სწორი დასკვნის დადება. უნდა გაითვალისწინო მისი ოჯახური მდგომარეობა და გარემო პირობები, იყო თუ რა ამის მოტივი რაც განახორციელა. ვფიქრობ ყველა ადამიანში არსებობს ის ნათელი წერტილი, რომლისთვსაც ბრძოლა ღირს. საქართველოში არ არსებობს ადვოკატი, რომელსაც პროცესი არ ჰქონდეს წაგებული.

- შენ ლექტორიც ხარ. მიგიღია თუ არა სტუდენტისგან პაემანზე წასვლის შემოთავაზება?

- დიახ მიმიღია, თუმცა განხორციელება არ ჰქონია. აქ ჩემი სტატუსის გარდა, ილიას სამართლის სკოლის სტატუსია. ჩემს პირად ცხოვრებას არ ვურევ საქმეში, რადგან ეს ჩემს კომპეტენციას დააყენებს ეჭვქვეშ. ჩემი მთავარი პრინციპია შევქმნა რეპუტაცია და შემდეგ მან იმუშაოს. მთავარია ისეთი ამორალური საქციელი არ განხორციელდეს, რომ თავად ლექტორისგან მიიღოს სტუდენტმა მსგავსი შეთავაზება, თორემ ყველა ლექტორს მიუღია ალბათ სტუდენტისგან ეს.

- როგორი დამოკიდებუება გაქვს, იმ სტუდენტ გოგონების მიმართ, ვინც გეპანჭებიან?

- ყველა სტუდენტთან ერთნაირი ვარ. ისინი შენს ნებისმიერ ქმედებას აკვირდებიან, შესაბამისად არ უნდა მისცე მათ იმის ფიქრის საშუალება, რომ ლექტორი რომელიმე სტუდენტს განსხავებულად უდგება. როდესაც ადამიანთან მეგობრობა გაკავშირებს, ყოველთვის კარგავ ობიექტურობას და ეს ცუდია!

- ალბათ გოგოებს დააინტერესებს დაკავებულია თუ არა ირაკლი ჩომახაშვილის გული?

-არა, არ ვარ შეყვარებული. გეგმაშიც არავინ არის. (იცინის)

- როგორი ქალები მოგწონს და რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ შენი ყურადღება მიიქციოს?

- პირველ რიგში ვიზუალურად უნდა მომეწონოს. ყველა შემთხვევაში საკუთარი მე უნდა ქონდეს ნაპოვნი საზოგადოებაში. კრიტერიუმები არ მაქვს. მომწონებია ქერაც, შავგრემანიც და წითურიც, კანის ფერსაც არ აქვს მნიშვნელობა.

- ყოფილხარ თუ არა ისეთი ხმაურიანი საქმეების ეპიცენტრში, სადაც ენს ავტორიტეტს საფრთხე შექმნია?

-კი მქონია. ვცდილობ პარტიულ დანაშაულებებთან არ ვითანამშრომლო. ძალიან ბევრ იურისტს ვიცნობ, რომლებმაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთა პარტიული განცხადებები. ვფიქრობ, არცერთ დანაშაულზე მუშაობისას არ დგება საფრთხის ინაშე ჩემი ავტორიტეტი. ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც დაზარალებულის მხარეს მყოფი ადამიანი მოსულა თანამშრომლობის მიზნით, იმის მიუხედავად, რომ ადრე არ მოვწონდი საწინააღმდეგო მხარეს დგომისას. ესეც ძალიან გამხარებია. არცერთი საქმე არ ამიღია, სადაც საზოგადოებას ტოტალურად გამოუხატავს ჩემს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. აქვე ვიტყვოდი იმასაც, რომ ძალიან ბევრი მუქარის წერილი მომდის, მაგრამ არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას.

- გარედან ისე ჩანს, რომ ადამიანები, რომლებიც კანონს ემსახურებიან, თითქოს ძალიან მშრალი, რთული და მკაცრი ხასიათის არიან. შენს შემთხვევაში თუ არის ასე?

- ვერც დაგეთანხმები და ვერც უარვყოფ. ეს ამბავი ძალიან ინდივიდუალურია. პროფესია ვერ შეგცვლის მთლიანად. შესაძლოა გარკვეულწილად იქონიოს გავლენა და გარდატეხა მოახდინოს, მაგრამ სრული ამოყირავება მოახდინოს?! ეს შეუძლებელია. პროფესიის მიღმაც არსებობს ირაკლი, რომელიც სხვადასხვა ინტერესებით არის გატაცებული. მხოლოდ კანონები და იურისპრუდენცია ხომ არ არის ადვოკატის ცხოვრება?! შესაბამისად არ ვფიქრობ, რომ მშრალი და უინტერესო უნდა იყოს ადვოკატობა.

- რას განიცდი, როდესაც საქმეს იგებ? (ან აგებ?)

- მე გამოვყოფ საქმეს, რომელსაც სერიოზული განცდები ახლავს თან. როდესაც ადვოკატი ელოდება მოგებას და ასეთ სიტუაციაში აგებ, ძალიან მძიმედ გადასატანია. არის მომენტები როდესაც იცი, რომ შენი დაცვის ქვეს მყოფი აბსოლუტურად უდანაშაულოა და დამნაშავედ ცნობენ, აქ უკვე საკუთარი თავის დადანაშაულებას იწყებ და მქონია მომენტები, დავფიქრებულვარ ჩემს ნამუშევარზე და მიკითხავს: რა დავაკელი? ვერასდროს ვერ ვპოულობ ამის პასუხს. აი, თუ ოდესმე ვიპოვე პასუხი, თუ რა დავაკელი, ესეიგი ჩემი პროფესია კრახით დასრულდა. სასიამოვნოა მომენტი, როდესაც ასი კაცია დაბაზში და მოსამართლე შენი დაცვის ქვეშ მყოფს გაამართლებს. ამ დროს, საზოგადოებაში ნდობა ჩნდება შენს მიმართ.

- სოლიური თანხისთვის მოჰკიდებ თუ არა ისეთ საქმეს ხელს, რომელზეც წინასწარ იცი, რომ წაგებულია?

- თუ კონკრეტულ საქმეში არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ბევრი საქმე ამის გამო არ ამიღია, თუმცა, არსებობს გამონათქვამი, რომელიც ჩემს პრაქტიკაში ჯერ არ განხორციელებულა „რასაც ვერ იყიდი ფულით, იყიდი დიდი ფულით“ (იცინის). რა თქმა უნდა, თანხა ძალიან მნიშვნელოვანია და ამით შენს რესურსებს ივსებ, მაგრამ ძალიან ბევრი უფასო კონსულტაციებიც მქონია. ყოველთვის, როდესაც ვხვდები, რომ საქმე კრახით დასრულდება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვეუბნები, რომ ამაზე ბრძოლა არ ღირს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100