კონორ მაკგრეგორი ფანატზე თავდასხმის გამო დააკავეს

სპორტსმენი და შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი კონორ მაკგრეგორი მაიამიში იმ დროს დააკავეს, როდესაც მან თავის ფანატს ტელეფონი დაუმსხვრია.

კონორი მაიამი ბიჩზე მდებარე სასტუმროდან გამოდიოდა, როდესაც მისმა გულშემატკივარმა შენიშნა იგი და მასთან ფოტოების გადაღება მოისურვა. მაკგრეგორმა ფანატის მიმართ აგრესიულობა გამოიჩინა, ძვირადღირებული ტელეფონი წაართვა და დაუმსხვრია.

რამდენიმე წუთის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონორი 12,5 ათასი დოლარის სანაცვლოდ გამოუშვეს - ამის შესახებ გამოცემა Mirror იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, მაკგრეგორი დათანხმდა სასამართლო0სთან თანამშრომლობას და მას გირაო შეუფარდეს.

კომენტარი