სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიმ კარდაშიანმა საზოგადოებას უჩვენა, თუ როგორ დაუმახინჯა ფსორიაზმა სახე

ჰოლივუდის რეალთი შოუს სელებრითს კიმ კარდაშიანს უამრავი ადამიანი უნაკლო ქალად მიიჩნევს, თუმცა არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს - ლამაზმანი სულაც არ არის სრულყოფილი და ისიც ჩვეულებრივ ებრძვის თავის ნაკლს, როგორც ამას სხვა ქალები აკეთებენ.

ცოტა ხნის წინ კარდაშიანმა ინსტაგრამზე თავის 131 მიმდევარს გამოუფინა საკუთარი ფოტო, რომელზეც საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, მეტიც - ძალიან შეუხედავ მდგომარეობაშია. 38 წლის ვარსკვლავისგან უმაკიაჟო ფოტო აღარავის უკვირს, თუმცა ამას მისი თაყვანისმცემლები ნამდვილად არ მოელოდნენ - კარდაშიანს მთელი სახე დაზიანებული აქვს ფსორიაზისგან.

"პირველად, ჩემს სახეზე ფსორიაზი ნიუ-იორკში, მაღაზია DASH-ის გახსნაზე შევამჩნიე. სხეულის რამდენიმე ნაწილზე მქონდა, შემდეგ ფეხის კიდურებზეც გადავიდა და მაშინ დდამ მითხრა, რომ ეს ფსორიაზს ჰგავდა" - დაწერა კიმმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100