სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სამეფო კარის თამაშების" მსახიობმა აღიარა, რომ 24 წლის ასაკში კინაღამ ინსულტით გარდაიცვალა

"სამეფო კარის თამაშების" მსახიობმა ემილია კლარკმა ტვინზე ორი ოპერაცია გაიკეთა - ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც კლარკს პარალელურად სერიალში იღებდნენ.

ემილიამ ჟურნალ The New Yorker-თან ინტერვიუში სულ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ 2011 წელს ინსულტი გადაიტანა, სწორედ მაშინ, როდესაც "სამეფო კარის თამაშების" მეორე სეზონის გადაღებები იწყებოდა. მისი თქმით, ის სპორტდარბაზში იმყოფებოდა, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი და თავბრუსხვევა, თუმცა ვარჯიში მაინც განაგრძო. ტკივილი უფრო და უფრო გაძლიერდა და მიხვდა, რომ თავში ყველაფერი რიგზე ვერ იყო, შემდეგ კი გონება დაკარგა.

როდესაც კლარკი გონზე მოვიდა, უკვე საავადმყოფოში იყო და ექიმებმა მას გადატანილი ინსულტის შესახებ აუწყეს. მედიკოსებმა ისიც აღნიშნეს, რომ საკმაოდ მძიმე ფორმებში მოხდა ყველაფერი და ასეთი დიაგნოზით პაციენტთა უმრავლესობა იღუპება.

"ზუსტად მაშინ, როდესაც ჩემი ბავშვობის ოცნებების ასრულება ნელ-ნელა დავიწყე, კინაღამ მოვკვდი. აქამდე ამის შესახებ საჯაროდ არ მისაუბრია, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, ყველაფერი გავამხილო" - განაცხადა მსახიობმა.

ამის შემდეგ ემილიამ ტვინზე ორი ოპერაცია გაიკეთა და თან პარალელურად სერიალში თამაშს ახერხებდა. მისი თქმით, ის იმდენად მონდომებული იყო, რომ რეაბილიტაციის პროცესი დიდხანს არ გრძელდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100