სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

" ჩვენი პატარას გული გაჩერდა... ყველაფერი დამთავრდა..." - ალეკ ბოლდუინმა და მისმა მუღლემ ბავშვი დაკარგეს

ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა და მისმა მეუღლემ ბავშვი დაკარგეს - ეს ჰილარის მეხუთე ორსულბა იყო.

მისი ორსულობის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი - ჰილარი ბოლდუინმა თავად განაცხადა, რომ მეხუთე ბავშვს ელოდებოდა, თუმცა ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის რისკი არსებობდა და ამის შესახებ ექიმებმა გააფრთხილეს. ნაყოფის სიკვდილის შესახებ თავად ჰილარიმ დაპოსტა ინსტაგრამზე:

"დღეს ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ჩვენი პატარას გული გაჩერდა... ყველაფერი დამთავრდა... საბედნიეროდ, ჩემს გვერდით იმ ადამიანების გული ცემს, ვინც ასე ძალიან მიყვარს. ძალიან გამიმართლა, საოცარ სითბოს ვგრძნობ მათი მხრიდან. მადლობა თანადგომისა და გამხნევებისათვის. მადლობა, რომ თქვენი ისტორიები გამიზიარეთ, ერთად ჩვენ დიდი ძალა ვართ. იმედია, ამ თემაზე საუბარს ისევ განვაგრძობთ და ერთად ვიდგებით როგორც სიხარულში, ისე მწუხარებაში. ყველას დიდ სიყვარულს გისურვებთ" - დაწერა ჰილარი ბოლდუინმა.

ალეკსა და ჰილარის ოთხი საერთო შვილი ჰყავთ, თუმცა მსახიობს პირველი ცოლისგან კიმ ბესინჯერისგან უფროსი ქალიშვილი აირლენდი ჰყავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100