სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტანულმა პოლიციამ WikiLeaks-ის შემქმნელი ჯულიან ასანჟი დააკავა

ლონდონში WikiLeaks-ის შემქმნელი ჯულიან ასანჟი ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა - ამის შესახებ ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურმა სკოტლენდ იარდმა ოფიციალურად განაცხადა:

"47 წლის ჯულიან ასანჟი დღეს, 11 აპრილს ლონდონის პოლიციამ ეკვადორის საელჩოში აიყვანა და დააპატიმრა" - ნათქვამია განცხადებაში.

ის სასამართლოს გადაწყვეტილებით ძებნაში იმყოფებოდა და ლონდონში, ეკვადორის საელჩოში აფარებდა თავს. საბოლოოდ, ეკვადორმა მისი შეფარება აღარ მოისურვა და უფლება მისცა სამართალდამცველებს, რომ ის დაეკავებინათ.

"საერთაშორისო კონვენციების განმეორებითი დარღვევების გამო, ეკვადორმა სუვერენული გადაწყვეტილება მიიღო, ჯულიან ასანჟს დიპლომატიურ თავშესაფარზე უარი უთხრას" - დაწერა ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ასანჟის სამართლებრივი დევნა 2012 წელს შვედეთში დაიწყო, სადაც მას სექსუალური შევიწროვებასა და ძალადობას ერთდროულად რამდენიმე ქალი ედავებოდა. ასანჟმა თავი დიდ ბრიტანეთს შეაფარა, სადაინაც შვედეთმა მისი ექსტრადირება მოითხოვა, თუმცა ეკვადორის დახმარებით ის ლონდონში ეკვადორის საელჩოში იმყოფებოდა.

2017 წელს შვედეთმა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, თუმცა ასანჟს ბრიტანელი სამართალდამცავები 2012 წელს სასამართლო დადგენილების დაუმორჩილებლობისა და სამართლისგან მიმალვას ედავებიან.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100