სილამაზის კონკურსის გამარჯვებულს "მის ბოლივია 2018"-ის ტიტულს ჩამოართმევენ - მიზეზი მისი დაორსულება გახდა

22 წლის ჯოის პრადო 2018 წელს "მის სამყაროს" კონკურსზე საკუთარ ქვეყანას, ბოლივიას წარადგენდა. მან სამყაროს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო, ახლა კი "მის ბოლივია 2018"-ის ტიტულსაც ართმევენ. მიზეზი ლამაზმანის დაუგეგმავი ორსულობაა.

სილამაზის კონკურსის წესების მიხედვით, გამარჯვებულს არ აქვს უფლება დაოჯახდეს ან დაორსულდეს მანამ, სანამ ტიტულის მატარებელია, ეს კი ერთ წელს გრძელდება. ჯოისმა ეს წესი დაარღვია და ეს სიახლე თავად ამცნო გულშემატკივრებს ინსტაგრამის გვერდიდან. გოგონამ დაწერა, რომ ის და მისი შეყვარებული, პარაგვაელი მოდელი როდრიგო ჰიმენესი ბავშვს ელოდებიან. ჯოისი ორსულობის მეორე თვეშია და მალე ქორწილსაც გეგმავენ.

"ჩვენ ბავშვი გვეყოლება, ჩვენი ოჯახებიც მხარს გვიჭერენ და გვგულშემატკივრობენ. მე მიყვარს როდრიგო და ამ სასიხარულო ამბავმა კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი სიყვარული" - აღნიშნა "მის ბოლივიამ".

მიუხედავად იმისა, რომ ტიტულს ჩამოართმევენ, ჯოისი ამის გამო არ ნერვიულობს და აცხადებს, რომ დედობა და ოჯახი ყველა ტიტულზე მნიშვნელოვანია. "მის ბოლივიის" ტიტული კი ისედაც დროებითია, მალე ისედაც მოუწევდა მისი დათმობა, რაც შეეხება ოჯახს, მხოლოდ ისაა მუდმივი.

კომენტარი