სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეით მიდლტონი მეოთხე შვილის გაჩენას აპირებს

რამდენიმე თვის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქეით მიდლტონი მეოთხე ბავშვზეა ორსულად. ჯერჯერობით ეს ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა მანამდე, ჰერცოგინიამ თავად განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, კიდევ ერთი ბავშვი იყოლიოს.

გარდა ამისა, მიდლტონის უახლოესმა მეგობარმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ქეითი მეოთხე შვილზე ოცნებობს:

"ქეითს სურს, კიდევ გააჩინოს შვილი, რადგან ის ბავშვებზე გიჟდება და მზად არის, დაორსულდეს, მიუხედავად იმისა, რომ წინა ორსულობა საკმაოდ რთული ჰქონდა ტოქსიკოზის გამო" - განაცხადა Daily Mail-თან ჰერცოგინიის დაქალმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქეითს საიმვე ორსულობის დროს გარკვეული სირთულეები შეხვდა. ის თავს არიდებდა საზოგადოებაში გამოჩენისგან და ძირითადად წოლით რეჟიმს იცავდა. ძლიერი ტოქსიკოზის გამო მიდლტონი რამდენჯერმე საავადმყოფოშიც მოხვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100