სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეგან მარკლის ყოფილი ქმარი მილიონერის ქალიშვილზე დაქორწინდა - ნახეთ, როგორი მეორე ნახევარი ჰყავს ჰერცოგინიას ყოფილს

სასეკსის ჰერცოგინიას მეგან მარკლის ყოფილი ქმარი ტრევორ ენგელსონი მილიონერის ქალიშვილზე დაქროწინდა, რომელიც მასზე 10 წლით უმცროსია.

საქორწინო ცერემონია 11 მაისს კალიფორნიაში გაიმართა და მისი ამსახველი ფოტოები უკვე ინტერნეტითაც გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარძალი საკმაოდ მდიდარი ოჯახიდან არის და სტუმრების რაოდენობაც მისი ფინანსური მდგომარეობის შესაბამისია, გოგონას ორი საქორწინო კაბა ეცვა, თუმცა ორივე მათგანი სადა უბრალო იყო.

შეგახსენებთ, რომ ტრევორმა მის მეორე ნახევარს ხელი სწორედ მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილიდან რამდენიმე დღეში სთხოვა. ენგელსონი და მარკლი ერთმანეთს 2004 წლიდან ხვდებოდნენ, 2011 წელს დაოჯახდნენ, თუმცა მათმა ქორწინებამ მხოლოდ ორ წელს გასტანა და 2013-ში წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100