სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაომი კემპბელი საკმაოდ მობერებული ჩანს

თოფ-მოდელი ნაომი კემპბელი, რომელზეც ყველა დიზაინერი ოცნებობდა და რომელიც ერთხმად იყო აღიარებული გრაციოზულობის სიმბოლოდ, ბოლო დროს ვიზუალურად საკმაოდ შეიცვალა. ნაომი უკვე იმდენად იდეალური აღარ არის, რამდენად იდეალურიც თუნდაც ერთი წლის წინ იყო. მოდელი ახლა პირადი ცხოვრებითაა დაკავებული, რჩეულთან ერთად ისვენებს და ყველა ოცნებას ისრულებს. მაგრამ ფოტოგრაფები, რომლებმაც მოდელის გადაღება მოახერხეს, ირწმუნებიან, რომ ნაომი კემპბელი საკმაოდ მობერებულად გამოიყურება. ნაომის სახესა და კანთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს და სწორედ ამის გამო, ასაკთან შედარებით ბევრად უფროსად გამოიყურება, თანაც, მისი კანის ჭკნობის პროცესი, სწორედ ამ პრობლემების გამო, იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს, ჩვეულებრივ, ხდება. სხვათა შორის, ისიც ადვილი შესამჩნევია, რომ ნაომის თმები სცვივა, ასე რომ, არ არის გამორიცხული, მას სპეციალისტის დახმარებაც დასჭირდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100