სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2012 წლის მომავალი პოპულარული ვარცხნილობები

2012 წელს კვლავ შენარჩუნდება მოკლე ვარცხნილობების ტენდენცია. ამის თქმის საშუალებას, რამდენიმე მოდური ტენდენციის სააშკარაოზე გამოტანა იძლევა. მიუხედავად ამისა, ალბათ თავად უნდა გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა თქვენთვის თმის მოკლედ შეჭრა, დიზაინერების დიდმა რაოდენობამ, საკუთარი კოლექციები მოკლეთმიანი მოდელების საშუალებით წარმოადგინა. ამიტომ, თუ ვინმე თვლის, რომ მოკლე ვარცხნილობა არ არის სექსუალური ან ქალური, ის ცდება.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ვარცხნილობა სილუეტზე იმ შემთხვევაში არ იმოქმედებს, თუ თქვენ მის სწორ ვიზუალურ მხარეს შეარჩევთ. შესაძლოა თმის სრულიად ჩვეულებრივად შეჭრა, მაგრამ შემდეგ, ფანტაზია თმის დაწყობაში შეგიძლიათ გამოავლინოთ. რამდენიმე მოდური ტენდენცია დაგეხმარებათ, რომ მუდამ სტანდარტების შესაბამისად, მომხიბვლელად და ქალურად გამოიყურებოდეთ.

აღსანიშნავია ვარცხნილობა, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში გასული საუკუნის სამოციანებს აბრუნებს. ვიღაც იტყვის, რომ ეს ვარცხნილობები მამაკაცურად გამოიყურება, მაგრამ ასე არ არის. ეს ვარცხნილობები, უფრო მეტად ბავშვის ვარცხნილობებს შეესაბამება. საბოლოოდ, არჩევანი თქვენზეა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეთ, ან როგორ ვარცხნილობას უნდა ატარებდეთ, ამიტომ, ნებისმიერი მოკლე ვარცხნილობა 2012 წელს, მოდურად ჩაითვლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100