19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მოერიდეთ მატყუარა და ჭორიკანა ადამიანებთან ურთიერთობას. კურიოზები და უცნაურობები გელით მგზავრობისას. მატერიალური საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად მოაგვარეთ.
კურო
შანსი მოგეცემათ, ცხოვრება მეტად კომფორტული და ლამაზი გახადოთ. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ესთეტიკისადმი. ყურს ნუ დაუგდებთ მოშურეების რჩევებს.

ტყუპი
ის, რაც კარგია სხვისთვის თქვენთვის შეიძლება სახიფათო გამოდგეს. გაფრთხილდით, არ გახდეთ მანიპულატორების მსხვერპლი. სხვა დღისთვის გადადეთ დოკუმენტების გაფორმება.

კირჩხიბი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. კარგი დღეა საყიდლებისთვის. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. არავის არაფერს დაპირდეთ. შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ მგზავრობისას, ძველ მეგობრებთან შეხვედრისას.

ლომი
ნუ ხართ ზედმეტად მიმნდობი. უმჯობესია, საქმეები თანამოაზრეებთან ერთად აწარმოოთ, ვიდრე ზოგიერთ ნათესავთან. შეიძლება ვერ მიიღოთ ფინანსური ან მორალური დახმარება.

ქალწული
შეიძლება აღმოაჩინოთ შეცდომები საქმეებში; გადაამოწმეთ დოკუმენტები. გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ. ნურავის გაანდობთ სამომავლო გეგმას.

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, კონტაქტების გაუმჯობესებას. შეიძლება გადაიდოს ზოგიერთი საქმე. თავი დაიზღვიეთ გაუგებრობებისგან. კარგი დღე ელით კოლექციონერ ნიშნებს.

მორიელი
დასვენების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების და პირადი საკითხების მოგვარების დღეა. ყურადღება გმართებთ გადაადგილებისა და ინფორმაციის მოძიებისას. ზოგიერთი ადამიანის გამო შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა.

მშვილდოსანი
შუამავლები ყურადღებით შეარჩიეთ. დაკვირვება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. მოერიდეთ სარისკო საქმეებში ჩართვას. განსაკუთრებით, ფულთან და ბინასთან დაკავშირებულს.

თხის რქა
ზომიერება გმართებთ, როცა საქმე მუშაობას და ფულის ხარჯვას ეხება. თუ შეგიძლიათ, გადადეთ მგზავრობა, საქმიანი შეხვედრები, კალკულაცია. საღამოს საყვარელ ადამანთან საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ფული ოჯახის კეთილდღეობას მოახმარეთ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან კონტაქტს, მათთან საქმეების დაწყებას. აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები.

თევზები
არ ენდოთ მათ, ვინც ერთხელ უკვე მოგატყუათ. ბრმად ნუ ენდობით მოსმენილსა და ნანახს. ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ. მოერიდეთ ბიზნესის დაწყებას ოჯახის წევრებთან. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.


კომენტარი