სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შიშველ ალა პუგაჩოვას მილიონ ვარდად კი არადა, დოლარად ჰყიდიან

ივნისში, მოსკოვში პირველად გაიხსნა ეროტიკის ხელოვნების მუზეუმი, სადაც გამოფენილი იყო რუსი მხატვრის - ვერა დონსკაია-ხილკოს ნამუშევრები. მხატვარი ტილოებზე რუსული შოუ-ბიზნესის შიშველ ვარსკვლავებს გამოსახავს. ამ დღეებში გალერეამ კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი მიიღო. მასზე მაქსიმ გალკინი, ალა პუგაჩოვა და ილია რეზნიკი არიან გამოსახულნი.

„ტილო ერთ-ერთი სიმღერის მოტივებზეა შექმნილი. სიმღერას „დამხმარე“ ჰქვია და თუ გახსოვთ, იქ არის სიტყვები დედამიწაზე განცხრომისა და იმის შესახებ, რომ შეყვარებულები ბევრნი არიან, რომლებსაც ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ნაპირი სჭირდებათ. ამ ნახატზე ალა პუგაჩოვა ქალღმერთადაა გამოყვანილი და მასში რუსეთის სახება დევს - იმ ქვეყნის, რომლის რესურსითაც დღეს ოლიგარქები ვაჭრობენ. გალკინი მერკურია, ანუ, ვაჭრობის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ის ხომ მსახიობია და ორი ნიღაბი - კეთილისა და ბოროტის, სწორედ ამიტომ აქვს. რაც შეეხება რეზნიკს, ის ერთ-ერთი ინგლისური ორდენის მოსასხამშია გამოწყობილი და ქუდიც „ასკოტების“ სტილში ახურავს“, - თქვა მხატვარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს და დაამატა: „ალა ნახატზე ზუსტად ისეა გამოსახული, რომ ქალღმერთების გამოსახვის სტილი არ დაირღვეს: ის სრულქმნილია, თმებისა და გენიტალიების გარეშე“.

საუბრის ბოლოს მხატვარმა ნახევრად ხუმრობით განაცხადა, რომ ნახატს მილიონ დოლარად აფასებს და იმედი აქვს, როცა მაქსიმი და ალა შემოივლიან, აუცილებლად იყიდიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100