სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა უფლისწული მონათლეს

შაბათს, 6 ივლისს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა უფლისწული არჩი ჰარისონ-მაუნტბეტენ უინძორი მოინათლა.

ნათლობის ცერემონიალი უინძორის სასახლის კერძო სამლოცველოში გაიმართა. ფოტოები კი სამეფო ოჯახის ოფიციალურ ინსტაგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა. სასეკსის ჰერცოგინია ვაჟის ნათლობაში თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი და თავისი ორი თვის შვილით ხელში პოზირებდა. უფლისწული ტრადიციულ სამოსში იყო გამოწყობილი, რომელსაც ნათლობის დროს სამეფო ოჯახის ყველა პატარას აცმევენ ხოლმე. ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა სწორედ ამ სამოსში მონათლეს სამივე შვილი.

ნათლობა ძალიან ვიწრო წრეში აღნიშნეს - წვეულებას მხოლოდ ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ დედოფალმა ელიზაბეტ II-მ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვილთაშვილის ნათლობაში მისვლა ვერ მოახერხა, საბოლოოდ კი სტუმრების რაოდენობამ 25-ს მიაღწია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100