სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

49 წლის, 315 კგ-იანი ტერი სმიტი სიკვდილმა შეაშინა და ვარჯიშობს

პლანეტის უველაზე მსუქანი ქალი, ოჰაიოელი ტერი სმიტი ექიმებმა ჯერ კიდევ შარშან გააფრთხილეს, რომ მკაცრი დიეტა უნდა დაეწყო. მათ პირდაპირ მიუთითეს უმსუქანესს, რომ თუ ამ მითითებას არ გაითვალისწინებდა და პლუს, ვარჯიშს არ დაიწყებდა, სიკვდილი ელოდა. როგორც ჩანს, გინესის რეკორდსმენი ამ პერსპექტივამ საკმაოდ შეაშინა - მან ვარჯიშიც დაიწყო და ჭამასაც მოუკლო. მართალია, იგი საგანგებოდ დამზადებული საწოლიდან, კარგა ხანია, ვერ დგება, მაგრამ ექიმებმა მისი მდგომარეობის შესაფერისი ვარჯიშები შეიმუშავეს და ტერიც გულით შეუდგა საქმეს. როგორც ვხედავთ, მას საკმაოდ გრძელი გზა აქვს გასასვლელი გახდომამდე...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100