ჟანეტ ქერდიყოშვილი: „მის საქართველო - 2011“

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, 19 წლის ჟანეტ ქერდიყოშვილი "მის საქართველო - 2011" გახდა.

გამარჯვებული საქართველოს "მის სამყაროზე" წარმოადგენს.

მთავარი პრიზი - ბრილიანტის დიადემა ჟანეტი ქერდიყოშვილს 2010 წლის "მის საქართველომ" დეა არაყიშვილმა გასცა.

საქართველოს ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულისთვის წელს 20 გოგონა იბრძოდა. მათგან "პირველი მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი სალი ხომერიკი, ხოლო "მეორე მის საქართველო" - ნინო მასპინძელაშვილი გახდა.

კომენტარი