სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

6 წლიანი ლოდინის შემდეგ შუმახერი კომიდან გამოვიდა

ფორმულა 1-ის ლეგენდა მიხაელ შუმახერი 6 წლიანი ლოდინის შემდეგ კომიდან გამოვიდა. მან 2013 წლის 29 დეკემბერს თხილამურებზე სრიალის დროს თავის ძლიერი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ კომაში იმყოფებოდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მრბოლელი შვეიცარიის კლინიკიდან პარიზის კლინიკაში მოათავსეს და იქ გადიოდა მკურნალობას. ახლა კი ფრანგულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: "შუმახერი გონზე მოვიდა". ახლა მიხაელი ღეროვან უჯრედებზე მკურნალობს და როგორც მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, მალე ყველაფერი ისევ კალაპოტში ჩადგება.

შეგახსენებთ, რომ ექვსი წლის წინ 44 წლის შუმახერი საფრანგეთის სათხილამურო კურორტ მერიბელში შვილთან ერთად იმყოფებოდა და სრიალის დროს ქვას დაეჯახა, რა დროსაც დაკარგა კონტროლი, ჰაერში ავარდა და ძირს ჩამოვარდნისას მეორე ქვას თავი დაარტყა. მრბოლელი საავადმყოფოში თავის ქალის ძლიერი ტრავმით შეიყვანეს და იმ დღითვე გაუკეთდა სამი ოპერაცია, თუმცა ტვინში სისხლჩაქცვების გამო პაციენტი კომიდან ვერ გამოვიდა.

ახლა მას რეაბილიტაციის ურთულესი გზა ელის წინ, თუმცა მთავარი ისაა, რომ ცოცხალი ლეგენდა გადარჩენისთვის ბრძოლაში არ დანებებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100