"ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში" - ანუკი არეშიძემ Mercedes Benz Fashion Week-ის ჩვენება შვილებთან ერთად დახურა (ფოტო)

ანუკი არეშიძის ჩვენება Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში ამჯერად ღია ცის ქვეშ, ვაკის პარკის ცენტრალურ ნაწილში ჩატარდა. დიზაინერმა მოწვეულ სტუმრებს პატარა ნერგები დაურიგა, მოსაწვევს კი დიდი ასოებით ეწერა: "თითოეული მცენარე მნიშვნელოვანია!" ჩანჩქერის და მწვანე გაზონის ფონზე მოწყობილ ყვითელ პოდიუმზე ორმოცზე მეტი მოდელი გამოვიდა. შოუს ბოლოს გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლების" თანხლებით ქართველი დიზაინერი მაყურებლის წინაშე თავის ოთხ შვილთან ერთად წარსდგა.


"ყველას უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, უდიდესი შრომა ჩავდეთ მეც და ჩემმა გუნდმაც და მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ
პ.ს. ბოლოს ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში, ვიყო ჩემი საქმის მიმართ ერთგული და თავდადებული, ასევე ერთგვარი გზავნილია , რომ შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ,ამავდროულად, ვიყოთ აქტიური დედები, მოკლედ გოგოებო წინ!ჩვენი ოცნებების ასრულებისკენ!
ანუკი.

კომენტარი