სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთასგან მიტოვებული და გულნატკენი გუფი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა - რეპერი აბუ-დაბის აეროპორტში პოლიციამ დააკავა

როგორც უკვე ცნობილია, რეპერი გუფი ტაილანდში იმყოფებოდა, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში რამდენიმე ინციდენტი შეემთხვა. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი იყო ის ლაივ-ჩართვა, სადაც მან ყოფილ რუს დეპუტატს აგინა და თავისი ოჯახის დანგრევაში დასდო ბრალი. ამის შემდეგ მან საფულე, ტელეფონი და საკრედიტო ბარათები დაკარგა, რის შემდეგაც საკუთარმა დამ და კონცერტის რეჟისორმა ჩააკითხეს ტაილანდში, რათა უკან დაებრუნებინათ რეპერი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას ოჯახის წევრები სარეაბილიტაციო კლინიკაში უპირებენ გამწესებას, რათა ნარკოდამოკიდებულება დაძლიოს. ამისათვის ჯერ მოსკოვში დაბრუნება იყო საჭირო, თუმცა ტაილანდიდან ფრენა ჯერ აბუ-დაბის აეროპორტში, ხოლო იქიდან მოსკოვში იყო დაგეგმილი. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, გუფის კიდევ ერთი ინციდენტი შეემთხვა, ამჯერად გაერთიანებული ემირატების აეროპორტში, სადაც ის პოლიციამ დააკავა. თუ რა მოხდა ადგილზე, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დაკავების ფაქტს თავად მუსიკოსის იურისტიც ადასტურებს ჟურნალისტებთან, ხოლო დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს.

ბოლო პერიოდში რეპერს პირად ცხოვრებასა და კარიერაში სრული ფიასკო აქვს. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქეთასთან ურთიერთობა აერია და მისი სასიყვარულო კვანძი არასრულწლოვანთან ურთიერთობამ გაწყვიტა. ამის შემდეგ ისევ ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავის კონტროლი დაკარგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100