სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორც იქნა, ეს მოხდა - ბრედ პიტმა თავისი პირველი "ოსკარი" მიიღო

მსახიობ ბრეტ პიტს კვენტინ ტარანტინოს ფილმში "ერთხელ ჰოლივუდში" მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის „ოსკარი“ გადაეცა. 56 წლის პიტისთვის ეს პირველი "ოსკარია" მსახიობის რანგში, მანამდე კი აღინშნული ჯილდო მიიღო, როგორც პროდიუსერმა ფილმისთვის "მონობის 12 წელი".

მსახიობმა "ოსკარის" მიღების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ფილმზე "ერთხელ ჰოლივუდში" იმუშავა, ტარანტინო კი, როგორც თავად პიტმა აღნიშნა, არის გენია, რომლის გარეშეც ამერიკული კინო ინდუსტრია არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლა არის.

ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის კი „ოსკარი“ ლორა დერნს ერგო, რომელიც ფილმში „ქორწინების ისტორია“ ადვოკატის როლს ასრულებს.

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალი ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100