ენრიკე იგლესიასსა და ანა კურნიკოვას მესამე შვილი შეეძინათ

პოპულარულ რუს ჩოგბურთელ ანა კურნიკოვასა და ესპანელ მომღერალ ენრიკე იგლესიასს კიდევ ერთი შვილი შეეძინათ. წყვილისთვის ეს მესამე შვილია, ორი წლის წინ კი ისინი ტყუპების მშობლები გახდნენ.

აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა მომღერლის ძმამ, ხულიომ ერთ-ერთი რადიოს პირდაპირ ეთერში:

"ჩემს ძმას ახლა უკვე სამი შვილი ჰყავს და ამის გამო ის ძალიან ბედნიერია" - აღნიშნა ხულიომ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბავი სწრაფად გავრცელდა, თავად წყვილი ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, შესაბამისად უცნობია სხვა დეტალები, როგორიცაა ბავშვის სქესი, დაბადების თარიღი და ა.შ.

კომენტარი