სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი მამაკაცი, რომელმაც შორტი ტანგად გადააკეთა და რომელიც სექსში ფულს იღებს

გიორგი ნაზღაიძე, შეიძლება ითქვას, საქართველოში ყველაზე წარმატებული მოდელი და განსაკუთრებულად სკანდალური პიროვნებაა. თუმცა როგორც თავად ამბობს, ხელოვნურად არ ცდილობს ასეთი იმიჯის შექმნას. ეს მისი ცხოვრების წესია.

სამოდელო წრეებში ერთერთი ყველაზე პოპულარული მოდელი მამაკაცი ხარ, ქვეყანაში, სადაც თითქმის არ არის სამუშაო თქვენთვის, როგორ მოახერხე ასეთი პოპულარობა?

– არ მიმაჩნია, რომ ყველაზე პოპულარული ვარ, სხვა მოდელი ბიჭებიც არიან, საკმაოდ სიმპათიურები და ცნობილები. ამბობენ, რომ ჩემი არაორდინალურობისა და სკანდალურობის გამო გავხდი პოპულარული, მაგრამ ეს განზრახ არ გამიკეთებია. შეიძლება მართლა სკანდალური ვარ, მაგრამ ბუნებით ვარ ასეთი, იმიტომ არ გამიხდია პოდიუმზე, რომ ვიღაცამ ილაპარაკოს, ვიღაცასთან არ გამივლია მხოლოდ იმიტომ, რომ მერე ჩვენზე ელაპარაკათ.

ბევრისგან განსხვავებით, ძალიან გახსნილი ხარ ჟურნალისტებთან, მერე რომ წაგიკითხავს, არ გინანია, რაც გითქვამს?

– არასდროს მინანია, ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და რასაც ვფიქრობ იმის თქმის არ მრცხვენია. 5 წლის მანძილზე იმდენი ინტერვიუ იყო, მიჭირს გახსენება კონკრეტული ფაქტების. ისე, მერე მართლა სასწაულები მესმის ხოლმე ჩემი ინტერვიუების ირგვლივ. განსაკუთრებით, შორტები რომ ტანგად გადავაკეთე ზღვაზე და ქუჩაში გამოვედი, იმას მოჰყვა ამბავი. კიდევ ია კიწმარიშვილის თემას მოჰყვა აურზაური, როდესაც ღიად განვაცხადე, რომ მისტერ საქართველოზე იამ დამბლოკა. მაგრამ არაფერს ვნანობ.

რატომ გადაგეკიდა ია კიწმარიშვილი და ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– არაჩვულებრივი, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვკონტაქტობთ. იას უბრალოდ არ უნდოდა, რომ ჩემნაირ მამაკაცს მოეგო ეს კონკურსი. მან ზუსტად იცოდა, რომ გავიმარჯვებდი. აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი.

მაგრამ განსაკუთრებულად სკანდალური მაინც გადაცემა ‘’სიმართლის დრო’’ იყო, სადაც გარდა შენი სექსუალური ორიენტაციისა, შენს ჟიგოლოობაზეც იყო საუბარი. შემდეგ დიდ ხანს ლაპარაკობდნენ გიორგი ნაზღაიძეზე, როგორც მამაკაცზე გამოძახებით.

– იქ იყო ასეთი კითხვა – აგიღიათ თუ არა სექსისთვის ფული, და მე დავადასტურე, რომ ამიღია.

ეს ერთხელ მოხდა, თუ ეს ჩევულებრივი ამბავია შენთვის?

– ასეთი ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა და არც ამას ვნანობ, რომ ვნანობდე ასე ხმამაღლა არ ვილაპარაკებდი.

რა ღირს საქართველოში მამაკაცი ერთი ღამით?

– იმ ქალბატონმა, ერთ ღამეში 2000 დოლარი გადამიხადა.

ეს შენი ‘’სტავკაა’’?

– ასე ვერ ვიტყოდი. ეს ამბავი ბათუმში მოხდა, მე და ჩემი მეგობარი ბარში ვისხედით, როდესაც ამ ქალბატონმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მე ხუმრობით ვუთხარი, რომ თუ 2000 დოლარს გადამიხდიდა შევხვდებოდი, მან კი თანხმობა განაცხადა. მეც უარი აღარ მითქვამს. ახლა ამ ადამიანთან მხოლოდ გამარჯობის დონეზე მაქვს ურთიერთობა.

შენი მეგობარიც თქვენთან ერთად იყო?

– არა არა, ორგიების მომხრე ნამდვილად არ ვარ. არ მომწონს.

ბევრ ცნობილ ქალთან გქონია რომანი?

– ჩემი მხრიდან ამ თემაზე საუბარი არაკორექტულია, თუმცა დავადასტურებ, რომ ბევრ პოპულარულ ქალთან ვყოფილვარ.

ძალიან აქტიური ღამის ცხოვრებით ცხოვრობ, როგორია ღამის თბილისი? ამბობენ გარყვნილიაო...

– ღამის თბილისი ძალიან ენერგიული და დინამიურია, მიყვარს ღამის ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში მე და ჩემი მეგობრები მშვენივრად ვერთობით. უამრავი ადგილია სადაც შეიძლება უმაგრესი დრო გაატარო. ბოლოს განსაკუთრებით კარგად ‘’ასა’’ ფართიზეგავერთე. არ ვიცი ვის ეჩვენება ღამის თბილისი გარყვნილად, გარყვნილება მარტო ქუჩაში და კლუბში კი არა, ნებისმიერ სახლში შეიძლება ხდებოდეს და ეს მხოლოდ. კლუბურ ცხოვრებას არ უნდა მივაწეროთ. ეს იცით რისი ბრალია? ყოველი მეორე, სოფლიდან ჩამოსულმა რომ სიგარეტი გაითხარა პირში, ‘’სვეცკობას’’ ცდილობს, ამის აზრზე არ არის და ზედმეტებში გადადის. მე თუ მკითხავთ, ეს უტეხს თბილისს სახელს და ლაპარაკობენ, რომ ქალაქელები არიან ბოზები.

ძალიან უკომპლექსო ადამიანი შთაბეჭდილებას ტოვებ, მაგრამ როგორც წესი, სწორედ ასეთ ადამიანებს აწუხებთ კომპლექსები.

– ყველა ადამიანს აქვს კომპლექსი. მეც ბევრი კომპლექსი მაქვს და ნუ ჩამომათვლევინებთ, სირცხვილია.

როგორც ვიცი, ამჟამად შენს ცხოვრებაში არის გოგონა, ვინ არის ის და თუ აქვს გართულება შენს ზედმეტად თავისუფალ წარსულზე?

– შეყვარებულები არ ვართ, ასე ვთქვათ ჩემი გერლფრენდია და ზუსტად ისეთია, მე რომ მინდა. თანაც ქერაა, ვგიჟდები ქერა გოგოებზე, ჩემი სისუსტეა. 2 თვეა ერთად ვართ. ერთი თბილისელი კარგი გოგოა, საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის, აღარ მინდა პოპულარულ ქალებთან ურთიერთობა, შარია. მას არავითარი გართულება არ აქვს ჩემს წარსულზე. ყოველთვის ისეთ ადამიანთან ვიწყებ ურთიერთობას, რომელიც აზროვნებს და ჭორს და მართალს არჩევს.

შეესაბამება სიმართლეს, რომ ერთერთ ტელეარხზე აკეთებ გადაცემას არატრადიციული ორიენტაციის ხალხზე და თუ პიროვნება სტუმრობაზე არ დაგთანხმდება, მაკომპრომიტირებელ მასალებს წარუდგენ მაყურებელს.

– მართალია რომ ძალიან სკანდალურ გადაცემას ვამზადებ, მაგრამ ის არ შეესაბამება სიმართლეს, რომ ეს იქნება ლესბოსელებზე, ან ცისფერებზე. მაგრამ იქნება ძალიან სკანდალური ისტორიები. რაც შეეხება კომპრომატებს, ეს პრესაშიც მიღებული ფორმაა, რომ თუ ინტერვიუს, პიროვნება არ გაძლევს, წერ შენს პოზიციას. ეს იქნება სახალისო, თბილისური გადაცემა, არ იქნება შანტაჟი, არ მინდა ვინმე შევაშინო.

"პრესა.ჯი" , 8.04.2011.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100