სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ცნობილი მსახიობი, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, კარანტინიდან გაიქცა

მსახიობმა იანინა ბუგროვამ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დატოვა ბინა, სადაც იგი კარანტინში იმყოფებოდა. ამის შესახებ სამართალდამცავებმა ”კომსომოლსკაია პრავდას” განუცხადეს.

გამოცემის ცნობით, ბუგროვას ვირუსი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ დაუდასტუდა. ის საფრანგეთის სათხილამურო კურორტზე იმყოფებოდა.
მას მსუბუქ ფორმებში ჰქონდა covid 19, ამიტომაც სახლში გადიოდა მკურნალობას.

”სასწრაფოს თანამშრომლებმა მიიღეს შეტყობინება პოლიციის მხრიდან, რომ იანინა ბუგროვამ დაარღვია საკარანტინო ნორმები და გაქრა მითითებული მისამართიდან. შემთხვევის ადგილზე პოლიციის რაზმი გაგზავნეს. მსახიობი შინ არ დახვდათ. ის სხვა მისამართზე, 11 კილომეტრის მოშორებით იპოვეს"- განაცხადეს სამართალდამცავ ორგანოში.


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100