სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყოველ ღამე ჩემს თავს ვეკითხები, "გაიღვიძებ კი?"... ხალხი კი შეუღებავ თმას მიკრიტიკებს და იძახის რას გავსო...დიახ, მე დავბერდი"-ალა პუგაჩოვას სკანდალური განცხადება

ბოლო პერიოდში ჩემს სიბერეზე ხაზგასმა ტენდენციად იქცა, გეგონება ხალხი არ ბერდებოდეს. მე ასაკი მემატება და სულ ახალგაზრდა ვერ ვიქნები.

მე, რომელიც ვარ სამოცდაათ წელს გადაცილებული ქალი, რომელიც ბავშვობიდან გაიზარდა იმ შეგნებით, რომ მოხუცს პატივი უნდა სცეს, მოულოდნელად ვკითხულობ დამცინავ კომენტარებს ჩემზე "მოხუცი" და სიცილი მიტყდება.

„მოხუცი! ასეთი და ასეთი. შეხედე, რას გავს საღებავის გარეშე, ყველაფრის გარეშე, თმა არ შეუღებია, ჭაღარები უჩანს!”- ასეთი კომენტარები ხირად მხვდება ინსტაგრამზე. შეგიძლიათ იცინოთ, ეს ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს.

დიახ! მე მოხუცი ვარ. და ამას ვერ უარვყოფ, წლები მემატება, თუმცა სული თქვენზე ახალგაზრდა მაქვს. დიახ მე ვბერდები, და უკვე, როცა დასაძინებლად მივდივარ, ყოველ ღამე ჩემს თავს ვეკითხები "გაიღვიძებ კი?"...


უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100