"ადამიანს, რომელსაც საერთოდ არაფერზე ნერვი არ ეშლება როგორ შეიძლება აქამდე მისულიყო" - ბასილაშვილის მწვრთნელი

მთელმა მსოფლიომ იცის, ნიკოლოზი როგორი თავშეკავებული ადამიანია. როდესაც შეჯიბრზე დავყვებოდი ყველა მეკითხებოდა, რატომ იყო ის ასეთი წყნარი. მას შეეძლო წაგებულ თამაში საერთოდ არ ენერვიულა და მეორე დღეს ეს თამაში მოეგოო, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადმა მწვრთნელმა, დავით კვერნაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„მე მინახავს წაგებული თამაშის შემდეგ ნიკოლოზი სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა. ადამიანს, რომელსაც საერთოდ არაფერზე ნერვი არ ეშლება როგორ შეიძლება აქამდე მისულიყო. იყო ისეთი თამაშები, სადაც ნიკოლოზს არ უნდა წაეგო, მაგრამ წააგო და მინახავს, ამ ყველაფერს როგორ ძალიან ადეკვატურად, მშვიდად ხვდებოდა“ - აღნიშნა ბასილაშვილის მწვრთნელმა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარი