სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილმა ფეხბურთელმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს ახლადმიღებული ტრავმის გამო

„მილანის“თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა ტრავმის გამო კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

Sky Sport-ის ინფორმაციით, 38 წლის ფორვარდს ვარჯიშზე სავარაუდოდ აქილევსის მყესი გაუწყდა. მსგავსი ტრავმებისგან რეაბილიტაცია რამდენიმე თვეს მოითხოვს, თუმცა ასაკის გათვალისწინებით, ზლატანს ტრავმა შესაძლოა კარიერის დასრულებად დაუჯდეს.

აქილევსის მყესთან დაკავშირებული პრობლემა შვედ ფეხბურთელს წლის დასაწყისშიც ჰქონდა, რის გამოც მან იანვარისა და თებერვლის მატჩები გამოტოვა. იბრაჰიმოვიჩს „მილანთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლომდე აკავშირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100