სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეით მიდლტონს თავი გაუტეხავს

სამეფო სასახლეში გამართული პირველი დამოუკიდებელი, საქველმოქმედო ვახშამი, სადაც ქეით მიდლტონი მასპინძლის როლში წარსდგა საზოგადოების წინაშე, ჟურნალისტებისთვის, პირველ რიგში იმით აღმოჩნდა საინტერესო, რომ გაეგოთ, მიდლტონის მარცხენა საფეთქელთან თეთრი ზოლი ახალი ვარცხნილობის შედეგი იყო თუ მას იქ შრამი ჰქონდა დარჩენილი. ჟურნალისტთა ნაწილმა მიიჩნია, რომ ეს ქეით მიდლტონის სტილისტის „დამსახურება“ იყო, მაგრამ სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა სხვა ვერსია დაადასტურა: ეს არის შრამი, რომელიც ქეით მიდლტონს ოპერაციის შემდეგ დარჩა. ეს ოპერაცია მან ბავშვობაში გადაიტანა.

სამეფო ოჯახს დეტალები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ითქვა, რომ „ეს იყო ძალიან სერიოზული ოპერაცია“.

სხვათა შორის, შრამი პრინც უილიამსსაც აქვს: მარცხენა თვალთან ახლოს. მისი თქმით, იგი გოლფის „ერთი უიღბლო პარტიის“ შედეგია. თავად პრინცი მას „ჰარი პოტერის შრამს“ უწოდებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100