ჰაიდი კლუმმა ჰელოუინისთვის საზარელი გარეგნობა მიიღო

ცნობილია, რომ სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი ყოველ ჰელოუინზე არც დროს ზოგავს, არც თანხასა და არც ნერვებს, რომ რაც შეიძლება, სკანდალურად გამოეწყოს, მაგრამ როგორც ყვითელი პრესა აღნიშნავს, წელს მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა და გარეგნობა ისე შეიცვალა, რომ მისი ამოცნობა ახლობლებსაც კი გაუჭირდათ - სუპერმოდელი ანატომიური ჩონჩხის საჩვენებელ ფიგურას ჰგავდა.

კომენტარი